მოსე

6 Nov

ელენე ყიფიანი,    მარიამ დონაძე

მოსე მღებრიშვილი

მოსე მღებრიშვილი

       მოსე მღებრიშვილი 84 წლის თვითნასწავლი ხელოვანი. ერთი ჩვეულებრივი პიროვნება, მისი თქმით არავისგან გამორჩეული მოკვდავი, რომლის სიცოცხლის მამოძრავებელია სიმღერა. 

84 წლის მოსეს ჰყავს დიდი ოჯახი, მეუღლე, ორი შვილი, სამი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი. ის მოსიყვარულე მამა და ბაბუაა. პროფესიიდან გამომდინარე მოსე ძალიან მცირე დროს ატარებს ოჯახში, რადგან სვეტიცხოვლის შესასვლელთან ზის და მღერის, მაგრამ იგი ამას არ ნანობს, რადგან ემსახურება იმ საქმეს რომელიც მას სიცოცხლეზე მეტად უყვარს.

სირთულეებით აღსავსე ცხოვრება

მისი ცხოვრება წლებისგან გამომდინარე რთული და დაბრკოლებებით აღსავსე იყო. მოსე მღებრიშვილის ბავშვობის წლები ომის წლების პარალელურად მიმდინარეობდა. რთული პერიოდის მიუხედავად იგი ცდილობდა საკუთარი ნიჭის სააშკარაოზე გამოტანას, ბავშობიდან იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებსა და ღონისძიებებში. მისი თქმით მას ლაპარაკზე ადრე სიმღერა დაუწყია და ის სიმღერის ნიჭს ღმერთისგან ბოძებულ საჩუქრად მიიჩნევს.

“დაგლოცოთ სვეტიცხოველმა”

მოსე სიმღერის დროს...:)

მოსე პროფესიით არქიტექტორია, მაგრამ უკვე მრავალი წელია რაც ამ საქმეს თავი დაანება. მას მიაჩნია, რომ მშენებლობაში თავისი მაქსიმუმი ამოწურული აქვს და ახლა ადგას იმ გზას, რომელიც მისთვის მთელი სამყაროა, სიცოცხლის წყარო და მამოძრავებელი, ამასთანავე მისი ერთადერთი შემოსავალი. მისი შემოსოსავალი შემოწირულობით შეადგენს საშუალოდ დღეში 30 ლარს, ასევე მას და მის შვილებს აქვთ პენსია, ისინი ამით ცხოვრობენ. მუსიკის სიყვარულმა და გაჭირვებამ გადააწყვეტინა მოსეს ქუჩაში სიმღერა. იგი უკრავს სხვადასხვა ქართულ საკრავებზე: ფანდური, ჩონგური, სალამური, დოლი და ა.შ… მაგრამ განსაკუთრებულად უყვარს ფანდური, რომელიც მისი განუყოფელი ნაწილია.

მოხუცი და მტრედები. მოსე მათ უმღერის და საჭმელს აჭმევს

მოსე მღერის ქართულ ხალხურ სიმღერებს და ლექსებს. უკვე მრავალი წელია რაც მოსე ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მთავარ შესასვლელთან ზის და თავისი სიმღერით ეგებება ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას. ყველა გამლელს ლოცავს თავისი სიმღერით და ეუბნება “დაგლოცოთ სვეტიცხოველმა”…

მას შეგვიძლია ქალაქის სახეც კი ვუწოდოთ, რადგან უკვე დიდი ხანია რაც მოსეს სახელი საქართველოს ფარგლებს გასცდა. მრავალი ტურისტი და უცხოელი ჟურნალისტი იღებს მისგან ინტერვიუს, წერს მის ნამღერს და შემდეგ აშუქებს საკუთარ ქვეყანაში. იგი თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს, რადგან სულ მუდამ ხალხის ყურადღების ცენტრშია. ის ძალიან თბილი, მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე მოხუცია, უყვარს როცა მის ნამღერს იწერენ, იღებენ ინტერვიუს და უღებენ სურათებს. მოსე არასოდეს არ ეუბნება ადამიანს უარს გადაღებაზე, არის ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე. უყვარს როცა სხვებს უზიარებს თავის ცოდნას და უყვება საკუთარ ისტორიებს.

მოსე

მოსე

როგორც აღმოჩნდა მოსე მარტო მომღერალი არ ყოფილა, ის მოშაირეცაა. მან გაგვიმხილა საიდუმლო, რომ ის თავადაც წერს შაირებს და ეს საქმე ძალიან უყვარს. ხშირად შაირობს, მაგრამ არა საზოგადოებაში, არამედ რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს სახში, თავისთვის, როცა მარტოა…

მოსე და მტრედები

მოხუცი მოსე მუდამ სვეტიცხოვლის წინ ზის და მღერის, მიუხედავად იმისა თუ როგორი ამინდია. მას არ აშინებს არც წვიმა, არც თოვლი და არც სიცხე, მისთვის მთავარი არის სიმღერა, რომელიც მის სისხლშია გამჯდარი. მოსეს ძალიან უყვარს ჩიტები, განსაკუთრებით კი მტრედები, როცა კი არ უნდა მიხვიდე მასთან ის არასოდესაა მარტო, მის გარშემო უამრავი მტრედია. მოსე ყოველდღიურად უვლის მათ, აჭმევს და ეფერება. მტრედებიც მოსეს გვერდიდან არ შორდებიან, სულ მის გარშემო დაფრინავენ.

მოხუცი მოსე და მისი მტრედები

მოხუცი მოსე და მისი მტრედები

ძალიან ლამაზი სანახავია მოსე და მისი მტრედები, ერთიშეხედვით შეიძლება დაგრჩეთ ისეთი შთაბეჭდილება თითქოს და ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან, უყვებიან თავიანთ ამბებს, აძლევენ რჩევებს, უზიარებენ ერთმანეთს ჭირსა და ლხინს. მოსე მღებრიშვილი ამბობს, რომ მტრედები ღმერთმა გამოუგზავნა ცხოვრების მეგზურად, რათა მუდამ მის გვერდით იყვნენ და მარტო არასდროს დატოვონ.

  “ისინი ჩემი ანგელოზები არიან”_ამბობს მოსე

ძალიან ხშირად უმღერის კიდეც მათ. მოსე და მისი მტრედები ერთიშეხედვით დიდ და ლამაზ ოჯახს მოგაგონებთ. მოსესთვის ისინი მარტო მტრედები არარიან, ის მათ აღიქვავს როგორც ანგელოზებს, საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს და მიაჩნია, რომ იგი ვალდებულია მოუაროს მათ და დაიცვას ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად.

მოხუცი მოსე იმედოვნებს, რომ ღმერთის ნებით და წყალობით კიდევ დიდხანს შეეგებება მცხეთაში ჩამოსულ სტუმრებს და თავისი სიმღერით ასიამოვნებს მათ. მოსე მღებრიშვილი სიცოცხლის ბოლოწუთამდე აპირებს თავისი საყვარელი საქმის კეთებას…

მოსეს მიერ მოყოლილი თავისი ისტორია

მოსე და მტრედები

“დაგლოცოთ სვეტიცხოველმა”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: