უნარშეზღუდული ადამიანები

6 Nov

ქეთი მიქიაშვილი  თეონა ნოზაძე

სოფო ჩუმი და უპრეტენზიოა.ზედმეტად არავის აწუხებს


ტერმინი „შეზღუდული უნარის” განსაზღვრება არც თუ დიდი ხნის წინ განმარტა აშშ-ს    უზენაესმა სასამრთლომ. ეს მოხდა 1990 წელს. ეს არის დაზიანება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ერთ ან მეტ (რამდენიმე) სასიცოცხლო ფუნქციას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი მონაცემების მიხედვით მსოფლიოში დაახლოებით 600 მილიონი უნარშეზღუდული ადამიანია. აქედან 80% ცხოვრობს დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში. მათი უმრავლესობა ღარიბია და შესაბამისად მათთვის ხელმისაწვდომი არ არის ძირითადი სერვისები, რეაბილიტაციის, განათლების და დასაქმებისათვის. სწორედ ამის გამო, მათი მონაწილეობა თემსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეუძლებელი ხდება.

                   ბავშვები  

ათი ბავშვი კვირაში სამი დღე, შაბათს, კვირას და ორშაბათს რამდენიმე საათით ერთად იკრიბება. სწავლობენ განსხვავებული მეთოდით. ჯერ წრეზე სხდებიან და ვარჯიშობენ ხელებითა და ფეხებით, მერე თექის ბურთით თამაშობენ; ჭრიან, აფერადებენ, ხატავენ და თაბაშირის ყელსაბამებს აკეთებენ, ასე მათი სახსრები და კუნთები უფრო მოქნილი უნდა გახდეს.
სწავლობენ დათვლას, წელიწადის დროებს, შინაურ და გარეულ ცხოველებს, ლექსებს, სიმღერებს და ზღაპრებს.
ყველას ძალიან მეტყველი, ფართო და ცნობისმოყვარე თვალები აქვს. სტუმრების მისვლა განსაკუთრებით უხარიათ, გეფერებიან ხელებზე და თვალს არ გაცილებენ, მაშინაც კი, როცა აუცილებელი ვარჯიში აქვთ შესასრულებელი. უხარიათ, როცა მათთან ერთად ვარჯიშობ და თამაშობ „ბეკეკინა თხაოს“.

 “ყოველ წუთში ამბობენ: მიყვარხარ მასწავლებელო! მაგიდასთან ხელჩაჭიდებულები სხედან და განსაკუთრებით შექება უხარიათ, მითუმეტეს თუ დამოუკიდბელი მუშაობისთვის დაიმსახურეს”.

აქ ყველას თავისი ისტორია აქვს. მათი ამბები ძალიან მსგავსი და ამავე დროს ძალიან განსხვავებულია. ერთმანეთი ძალიან უყვართ და კვირაში სამი დღე ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობენ.

ნატო ყველაზე უფროსია. წითელი "მანიკური" უსვია და ძალიან უხარია ჩემს თითებზეც იგივე ფერის ლაქს რომ ხედავს

შეზღუდული შესაძლებლობები შეიძლება იყოს:ფიზიკური,გონებრივი,ემოციური და მგრძნობიარე.
ადამიანი შეიძლება დაბადებისთანავე ასეთი გაჩნდეს ან რაიმე შემთხვევის შემდეგ გახდეს უნარშეზღუდული.
ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო ცხოვრობენ,თუმცა ხშირად არ ჩანან, იმიტომ რომ საზოგადოებაა მკაცრია და ასევე მათი გადაადგილებისათვის სათანადო პირობები არ არის შექმნილი.ამბობენ, რომ დღეს სახლემწიფოში უამრავი პროგრამა არსებობს ამა თუ იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა ქვეყანა ჯერ არ არის მზად შეუქმნას სრული პირობა უნარშეზღუდულ ადამიანს ,რომ თავი იგრძნოს საზოგადოების სრულყოფილ წევრად.

ნიკა 18 წლის

ნიკა 18 წლისაა. გამუდმებით თვალებში გიყურებს და მუდამ ყურადღებას ითხოვს. ეკა მასწავლებელი განსაკუთრებით უყვარს, „მიყვარხარ მასწავლებელო“ – უმეორებს ყოველ წუთში და უნდა, რომ მუდამ მის გვერდით იყოს.გაყინულ ხელებს თბილ ხელზე გადებს და გთხოვს, რომ გაუთბო. საჯარო სკოლაში დადის,ორი კვირაა მისი ეტლი ავტოფარეხშია, დამოუკიდებლად სიარული უჭირს, მაგრამ ამბობს, რომ ეტლით სიარული ლამაზი არ არის და მას აღარასოდეს დაუბრუნდება.

ადამიანს, რომელსაც რაიმე ნაკლი აქვს, მკურნალობა,უფრო მეტად კი გარშემო მყოფთა ძალდაუტანებელი, ბუნებრივი მოპყრობა სჭირდება.უნარშეზღუდული ადამიანი უამრავ ენერგიას მოითხოვს.ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ თავიანთი შვილის ნაკლი მათი ბრალია და ყველანაირად ცდილობენ დანაშაულის გამოსყიდვას. მიმართავენ ათასგვარ მეთოდს, რომელსაც არავითარი სარგებლობა არ მოაქვს, უნარშეზღუდულს კი ეს უფრო მეტად აღიზიანებს და ანერვიულებს.ეს არ არის პიროვნების ან მისი ოჯახის „ბრალი”, არც მისი წარუმატებლობის შედეგია. მსგავსი პრობლემებისგან არც ერთი ჩვენგანი არ არის დაზღვეული. სოციალური ფაქტორების ზემოქმედება, გენეტიკური მიდრეკილებები, ან თუნდაც ნებისმიერი ტრავმა იწვევს ამ პრობლემებს.

თითოეულ ადამიანს აქვს განათლების უფლება,იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში, მაგრამ გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანი თავისი უნარისა და შესაძლებლობების მიხედვით უნდა განვითარდეს.
ვისაც ურთიერთობა ჰქონია გონებრივად ჩამორჩენილ ან სხვა დაავადების მქონე ადამიანებთან , კარგად იცის, რამდენად ბუნებრივი, მეგობრული და სიმპათიურია მათი უმრავლესობა, როდესაც ოჯახის წევრებს უყვართ ისინი ისეთები, როგორებიც ბუნებამ გააჩინა.

დამოკიდებულება  უნარშეზღუდული ადამიანების მიმართ

უნარშეზღუდული ადამიანები არ უნდა იყვნენ იზოლირებულები საზოგადოებისგან,ეს მათთვის უარესია.მათაც სურთ განათლების მიღება,მეგობრების შეძენა,სეირნობა.კომუნიკაცია აუცილებლად დაეხმარებათ .ამის მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ.პატარა ბიჭი „წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლიდან“ გააგდეს,რადგან უნარშეზღუდული იყო.

13 წლის უნარშეზღუდული მოზარდი

 

შაშიაშვილების ოთხსულიანი ოჯახი  საერთო ბინის ორ პატარა ოთახში, უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. მირიან შაშიაშვილი, მისი მეუღლე და 13 წლის შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. 13 წლის მოზარდი სკოლაში აღარ დადის. მირიან შაშიაშვილის თქმით, „წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლიდან“ ის იმ მიზეზით გაუშვეს, რომ გონებაშეზღუდულია. უმცროსი შვილი 9 წლისაა და სკოლაში წელს პირველად მივიდა, თუმცა იმის გამო, რომ პირადი ნომერი არ აქვს, შეიძლება ისიც სკოლის გარეშე დარჩეს.

“ყოველთვის მახსოვდა, რომ ინვალიდი ვარ, სხვებისგან განსხვავებული,მაგრამ მთელი ძალით ვცდილობდი გავმხდარიყავი ისეთი, როგორიც ყველაა, შევერთებულიყავი ჯანმთელსა და ბედნიერ, მეგობრულ ოჯახს”.

ვიდეო კოლაჟი უნარშეზღუდულ ადამიანებზე


 

  

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: