სამშობლოდან შორს

7 Nov

დათი ხარაიშვილი, მარიკო დაბრუნდაშვილი

 

სხვადასხვა სტატისტიკების დაყრდნობით დღესდღეობით საქართველოში სავალალო მდგომარეობაა ემიგრანტების მხრივ  და საქართველო პირველად შევიდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საზღვარგარეთ თავშესაფარს, გაჭირვება, ნოსტალგია,დაღუღალავი შრომა ეს ემიგრანტობის განუყრელი  ნაწილებია.

 

რატომ მიდიან? 

არსებობენ ადამიანები რომლებიც ამ ფანჯარიდან მხოლოდ ერთხელ უყურებენ მშობლიურ მიწას, რადაგან ისინი ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე რჩბიან უცხო ქვეყანაში

არაოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოდან 1,5 მილიონი ადამიანი საზღვარგარეთ არის გასული. ოფიციალური სტატისტიკის დადგენა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ემიგრანტთა ძირითადი ნაწილი – დაახლოებით 80% – არალეგალური სტატუსით იმყოფება უცხო ქვეყანაში. მათ შორის ახალგაზრდობა ჭარბობს. პროფესიით მხოლოდ 5,1% მუშაობს, 67,5% კი – ფიზიკურად. უმეტეს შემთხვევაში, წასვლის მიზეზი მატერიალური სიდუხჭირეა.

ყველაზე ხშირად  ქართველებს რუსეთში,  იტალიაში,  საბერძნეთში, ესპანეთში,  თურქეთში  გერმანიაში და თუნდაც  ამერიკაში შეხვდები, ალბათ ყველა დაგვეთანხმებით რომ ისინი ამ ქვეყნებში არა სამოგზაუროდ და  ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად  , არამედ  სამუშაოდ ჩადიან.

უმეტესწილად მათ ,მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ   უვლიან 100 წლამდე მოხუცებს  უცვლიან მათ ქვეშაგებს ალაგებენ სახლს, უვლიან ბავშვებს, და ა.შ  ხალხის ეს კატეგორია ცდილობს მძიმე, მაგრამ პატიოსანი შრომით მოიპოვოს “პური არსებობისა” . ისინი ბევრნი არიან, მტკივნეულად ბევრნი… ყველას ვიღაცა გვაკლია… ზოგს სულყველა ერთად… და ხშირად, ძალიან ხშირად, არც ეს ცა, არც ეს მზე და არც ეს მიწა არ გვერგება, რადგან მათ გარეშე მოდის ზამთარიცა და შემოდგომაც, მათ გარეშე მოდის გაზაფხული… მათ გარეშე იზრდებიან შვილები, იმ მიზეზით რომ ფული გამოუგზავნონ თავიანთ ოჯახებს

მატერიალური მდგომარეობა ზუსტად ესაა მთავარი მიზეზი მათი წასვლისა,  ამას გვიდასტურებს ლაშა დარბაიძე რომელიც უკვე 17 წელია ამერიკაში ცხოვრობს, იგი დეტალურად ყვება იმ რთული გზის შესახებ რომლის გავლაც მას მოუწია, საუბრობს იმაზე თუ რა ძნელია ენის არ ცოდნა უცხო ქვეყანაში და რა ძნელია ის ფაქტი როცა მხოლოდ შენ  პიზიკურ მონაცემებს აფასებენ და არა განათლებას ან რაიმე სხვა დადებით თვისებას.

 
ემიგრანტები არ მოდიან, ემიგრანტები მიდიან..(საბერძნეთი)

ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს თავი დაიცვას უკანონო ემიგრანტებისგან

დიდი ხანია სახელისუფლებო მედია ისტერიულად გვაწვდის ინფორმაციებს, თითქოს საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისითდა მასთან ბრძოლის საპარლამენტო კურსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებს გამოწვეული არეულობის გამო ქართველი ემიგრანტები მასიურად ტოვებენ საბერძნებთს.  ამის დასაზუსტებლად საბერძნეთიდან ერთ–ერთი ადამიანის ასეტი პასუხი მოვისმინეთ

“რა სისულელეა?! საქართველოში მხოლოდ ახალი ემიგრანტები თუ დაბრუნდებიან, რომლებაც სამსახურები ვერ იშოვეს და ამ კრიზისის ფონზე უკვე პერსპექტივაც საეჭვო გაუხდათ.  ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ინტერნეტით მოპოვებულ საინტერესო მასალებს ბეჭდავენ. ამდენად, აქ ბევრმა ემიგრანტმა იცის, რეალურად რა ხდება საქართველოში და დაკლებული ხელფასების მოთმენას ამჯობინებს, ვიდრე უხელფასოდ საქართველოში დაბრუნებას.”

საზღვრის მაკონტროლებლები რომლებასაც შეუძლიათ გადაწყვიტონ უკანონო ემიგრანტების ბედი

ის ნათქვამი რომ საქართველოში ემიგრანტები ბრუნდებიან  მხოლოდ 35 % სიმართლეს შეიცავს, ყველასთვის კარგად ნაცნობია ის ფაქტი თუ  რა ფასად უჯდებათ საზღვრის უკანონო გადაკვეთა  ემიგრანტებს, ისინი ლუკმა პურისთვის საფრთხეში იგდებენ საკუთარ სიცოცხლეს,სანამ დანიშნულების ადგილამდე მივლენ მათ საათობით, ხან კიდევ მთელი დღით უწევთ ავტობუსის საწყობში დამალვა. ზოგჯერ ეს უკანონო ემიგრანტები ქართველებიც ვართ, ჩვენც გვიხდება  ავტობუსის საწობში დამალვა და  მთელი გზის მანძილზე  ნერვიულობა, ნერვიულობა იმაზე რასაც გაჭირვება ქვია და არა უცხო ქვეყნის ინტერესი.

ანი (35 წლის): “1995 წელს გავთხოვდი. ალბათ, ყველას ახსოვს ის პერიოდი: უმუშევრობა, გაჭირვება… მე და ჩემი ქმარი სტუდენტები ვიყავით. ოჯახში მხოლოდ მამამთილი მუშაობდა. მატერიალური მდგომარეობის გამო მეუღლემ საზღვარგარეთ გადაწყვიტა წასვლა. ერთი წლის შემდეგ ორ მცირეწლოვან ბავშვთან და ბიძაშვილთან ერთად მეც გავემგზავრე. ჯერ ჩეხეთში ჩავედით. რამდენიმე დღე სასტუმროში უნდა გავჩერებულიყავით და გვენახა ადამიანი, რომელიც არალეგალური გზით გადაგვიყვანდა გერმანიაში მეუღლესთან. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ეს პიროვნება აფერისტი აღმოჩნდა. ორ კვირაში დაგვაკავეს და საქართველოში დაგვაბრუნეს.

არსებობს ადამიანთა ის კატეგორია  ვინც სახელს უტეხს საკუთარ სამშობლოს ქურდობითა და ყაჩაღობით. ჩვენდა სამარცხვინოდ საბერძნეთში ერთ–ერთ მაგაზიას, აბრა აშვენებს წარწერით  “ქართველებო არ მოიპაროთ”  



საზოგადოებას ჯერა უცხოეთში უკეთესი ცხოვრების

რატომღაც გვგონია, უცხოეთში გამგზავრებით პრობლემები გადაიჭრება… რომ იქ ყველაფერი იოლია და თავისით მოდის… მაგრამ ეს ასე არ არის! ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა ვერ გადაწონის იმ სულიერ ტკივილს, რასაც ემიგრანტი განიცდის. ვისაც არასოდეს უტარებია ემიგრანტობის ტვირთი, მისთვის ძნელია გულთან ახლოს მიიტანოს ის პრობლემები, რაც უცხოობაში მყოფ ადამიანს სამშობლოს მიტოვებისთანავე ექმნება. რეპორტიორები   გაესაუბრეთ ემიგრანტებს და ვცადეთ, ნათლად გვეჩვენებინა ის სევდა, მონატრება, სიყვარული, რაც დღემდე გააჩნიათ საქართველოდან კილომეტრებით დაშორებულ ქართველებს. .

ეკა მაღალაშვილი (22წლის): “საბერძნეთში 2006 წლის 13 აგვისტოს წამოვედი. მიზეზი, რა თქმა უნდა, მატერიალური გაჭირვება იყო. ერთი-ორი კაპიკის შოვნა მინდოდა მომავლის ასაწყობად. თავდაპირველად, ეს ძალიან იოლი გეჩვენება. გგონია, იქ ყველაფერი მზამზარეული დაგხვდება, მაგრამ ჩასვლისთანავე ხვდები, თურმე ცდებოდი. საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული სამსახურის პოვნა. ამას ისიც ემატება, რომ ენა არ იცი, უცხო ქვეყანაში ხარ და არ გაქვს საბუთები. ხელფასი მხოლოდ თავის შესანახად და ბინის ქირის გადასახდელად გყოფნის.

გიორგი ლაბაძე .საბერძნეთში არალეგარულად ვარ. მილიციის დანახვა ჩემთვის აპოკალიფსის ტოლფასია. ერთადერთი რაც მეხმარება ისაა, რომ სპორტზე დავდივარ და სპორტსმეინს ბარათი მაქვს. თბილისიდან მოცეკვავეთა ანსამბლს გამოვყევი. სხვებისგან განსხვავებით, არ მიწვალია და არსად დავმალულვარ. არც ტყე-ღრე მივლია. სამთვიანი ვიზა მქონდა. საბერძნეთში მამაჩემი დამხვდა. ის ერთი წლით ადრე ჩამოვიდა აქ. რამდენიმე დღეში გემზე მუშაობა დავიწყე. რა თქმა უნდა, დროებით. ლაინერებზე დალექილი ჭუჭყის წმენდა გვევალებოდა. ეს შედარებით იოლი იყო, ჰაერს მაინც ვსუნთქავდი. შემდეგ ძრავებთან ჩაგვიშვეს ჯოჯოხეთურ სიცხეში. პაპანაქება ზაფხული იდგა, მაგრამ გარეთ გამოსულებს გვციოდა ხოლმე. ეს უბრალოდ აუტანელი იყო და ამიტომაც დავბრუნდი.

ლია ლაზარაშვილი: ვისაც ემიგრანტობა არ განუცდია ის ვერასდროს გაიგებს რა ხდება და როგორ ხდება, გმერთის მეტი შენი მშველელი არავინაა

თუმცა არსებობენ ადამიანები რომლებიც აღწევენ გარკვეულ წარმატებას, ჩვენ გავესაუბრეთ დიმა ალფაიძეს რომელიც მოწვევით ჩავიდა ამერიკაში როგორ ექიმი მან წარმატებას მიაღწია სამეცნიერო დარგში და ასევე დიდი როლი ითამაშა გაცვლითი პროგრამის ჩამოყალიბებაში  რაზეც დეტალურად საუბრობს ინტერვიუში.

2011 წლის მონაცემებით დღეში ამ საზღვარს რომელიც დარიალის ხეობაში მდებარეობს საშვალოდ 10 ადამიანი გადმოდის და 30 გადის

როდის და როგორ შეძლებს ეს არშემდგარი სახელმწიფო იმ ადამიანების არშემდგარ ქვეყანაში დაბრუნებას? ან თუ შეძლებს რითი? სიტყვიერი, ცრუ დაპირებებით თუ ცათამბჯენებით, მოასფალტებული გზებითა და მუდმივი ელექტროენერგიით?  დაბრუნებულებს დახვდებათ კი აქ ის გარემო “შინ დაბრუნების” განცდას რომ ქმნის?  ამ ყველაფრის მუხედავად სამშობლოში დაბრუნებული ადამიანები მაინც იმედის თვალით უყურებენ ყველაფერს, მათ ხომ სამშობლოს უარყოფითი მხარეებიც მონატრებული აქვთ.

ერთ–ერთი ემიგრანტის დაბრუნება სამშობლოში (პირველი განცდა)  

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: