წვეთი სიბრძნის ოკეანედან..

11 Nov

ავტორები: ნია ჩინაშვილი,სოფო ელიზბარაშვილი

შესავალი

თბილისის აშრამის დამაარსებელი

კრიშნაიდური მოძღვრება ფართოდ არის გავრცელებული თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში და მასზედ ყურმოკვრით ალბათ ყველას სმენია რაიმე.საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიური შემწყნარებლობით.აქ მცხოვრებმა მრავალი სარწმუნოების აღმსარებელმა ერმა დადგა თავისი ღმერთის სალოცავი ტაძარი,მეჩეთი თუ სინაგოგა.თავად ქართველმა კაცმა კი უკვე თექვსმეტ საუკუნეზე მეტია რაც მართმადიდებლურ ქრისტიანულ სარწმუნოებაში ჰპოვა უფლისკენ მიმავალი გზა.დღეს კი,ჩვენ ვიმყოფებით თბილისში,ჩვენს თანამემამულეებთან,რომლებიც ჩვენთვის შეიძლება სრულიად უცხო რელიგიურ კურსს ემსახურებიან.მოდით,უფრო ახლოს გავეცნოთ მათ.

პიროვნება,რომელმაც დასაბამი მისცა ამ მოძრაობას გახლდათ ინდოელი-სვამი პრაბჰუპადა.იგი 1977 წელს გარდაიცვალა,მაგრამ მისი მიმდევრები დიდი მონდომებითა და ერთგულებით უწევენ პოპულარიზაციას მის მოძღვრებას და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გააჩნიათ საკუთარი ცენტრები.გამონაკლისი არც საქართველოა,საქართველოშიც არის ტაძარი,რომელსაც აშრამს უწოდებენ.წინამძღოლი იყო ოთარ ნაჭყეპია,რომელსაც მოიხსენიებდნენ ამბარეშად.აშრამი სოხუმშიცაა,როგორც ოთარ ნაჭყეპია აღნიშნავდა:

საომარი მოქმედებების დროს ტაძარს ზიანი არ მიყენებია,თუმცა ირგვლივ ბევრი სახლი დაზიანდა.მთელი წლის განმავლობაში,ჩვენი ერთგულები,ყოველდღიურად ათასამდე კაცს კვებავდნენ ომის პერიოდში,ეს მოქმედება არ შეწყვეტილა არცერთი დღით,მიუხედავად იმისა რომ არ იყო შუქი,გაზი,წყალი..

კრიშნაიდური მოძღვრების მიმდევრები,დღესაც,ყოველდღიურად ეხმარებიან გაჭირვებულებს,არიგებენ საჭმელს უფასოდ,მაგრამ საჭმელი არ შეიცავს ხახვს,წიწაკას და ხორცს,რადგან  ვედური წესები კრძალავს მათ მიღებას..აშრამში ყოფნის დროს თითოეულ წესზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ,აი ისინიც..

არ ჭამენ ნიორს და ხახვს..

ნიორს და ხახვს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება და ისინი წამლებია და არა ყოველდღიური მოხმარების სანელებლები. ნაწლავებში არის დამხმარე ბაქტერიების კატეგორიაც, რომლებიც საჭმლის მონელებაში ეხმარება ადამიანს და როცა ხახვს და ნიორს ვიღებთ ისინი ნადგურდებიანდა საჭმელიც ცუდად მოინელება. ეს უფრო სამედიცინო ასპექტით, რაც შეეხება სულიერს, ხახვი და ნიორი მიეკუთვნება ტამა-გუნაში მყოფ პროდუქტებს და შესაბამისაც მათი მიღებით ცნობიერების დონეც დაბლა იწევს, ძლიერდება ავხორცული ვნებები და ა.შ.

რძე,სალოცავ კუთხესთან..

არიან ვეგეტარიანელები..

ხორცს პირველ რიგში არაძალადობის პრინციპის გამო არ ჭამენ, იმიტომ რომ ცხოველები დაბალგანვითარებული, მაგრამ ისეთივე სულიერი არსებები არიან როგორც ადამიანები და მათი ჭამით მათი ევოლუცია ფერხდება,ადამიანის კარმაც მძიმდება და დედამიწის საერთო კარმაც ბინძურდება(ამის გამოა ძალადობა და ომები მომატებული).

იძინებენ ღამის 10 საათზე და იღვიძებენ შუაღამის 4-ზე..

ღამის 12 საათი-ესაა წერტილი,როცა მზე თავის ყველაზე დაბალ მდგომარეობაში იმყოფება.ამ დროს ჩვენი ორგანიზმი მასქიმალურად უნდა იყოს დასვენების(ძილის) მდგომარეობაში.თუ გავითვალისწინებთ ვედების რჩევას,რომ ადამიანს 18-დან 45 წლამდე საშუალოდ 6 საათი უნდა ეძინოს საუკეთესო დრო ძილისთვის იქნება: სამი საათი 24:00-მდე და 3 საათი 24:00-ის შემდეგ.ამგვარად ადამიანს უნდა ეძინოს 21:00-დამ 3:00-მდე.ვედიზმის მიმდევრები ამბობენ:

ამ დროს ვერანაირი სხვა დროის და დასვენებით ვერ შევცვლით.

გაღვიძებისთანავე 2 ლიტრამდე წყალს სვამენ..

აიურვედის (ვედური მედიცინის) მიხედვით, ეს კარგი გამწმენდი პროცედურაა და წმენდს როგორც ფიზიკურ, ასევე ენერგეტიკულ სხეულს.

მუსიკალური ინსტრუმენტები თბილისის აშრამში

დღეში 108-ჯერ იმეორებენ მანტრას :ჰარე კრიშნა..

ვისაც ინიციაცია უნდა, დღეში მინიმუმ 16 წრე უნდა გაიმეორეს (თითოეული წრე 108 მანტრაა), ანუ დაახლოებით 2 საათი.

“ჰარე კრშნა ჰარე კრშნა

კრშნა კრშნა ჰარე ჰარე

ჰარე რამა ჰარე რამა

რამა რამა ჰარე ჰარე.”

“ჰარე” არის წოდებითი ფორმა ღმერთის სახელისა “ჰარი”. ეს მანტრა შინაარსობრივად ძალიან ბევრ მნიშვნელობას ატარებს. ერთ-ერთია: “წაიღე ჩემი გონებიდან ყველაფერი ის ჭუჭყი, რაც არ მჭირდება!”

“კრშნა” – ყოვლისმიმზიდველს, ყველაზე ლამაზს..

“რამა”-იმას ვინც ყველას სიხარულს ანიჭებს (სიხარულის მომნიჭებელს).

ეს არის უნივერსალი მანტრა, რომელსაც არ ჭირდება ინიცირება (მრავალი სხვა მანტრისგან განსხვავებით), იძლევა ყველაზე სწრაფ ეფექტს, არ საჭიროებს მკაცრ წესებს და შეიძლება გამეორება ყველგან, ყოველთვის და გონებაშიც კი… როგორც ნარადა მუნი ამბობს

ვედებში, ეს არის ყველაზე მარტივი და საუკეთესო გზა კალი იუგაში ცნობიერების გასაწმენდად და ჩვენი ცნობიერების ღმერთთან დასაკავშირებლად. ამიტომაც ქვია “მაჰა მანტრა” (მაჰა – დიდი, უდიდესი).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: