Ge ზონა,ინტერნეტის ქართული სივრცე

27 Nov

ნია ჩინაშვილი,თაკო კვაჭანტირაძე,მერაბ გორგოძე.

ინტერნეტში ჩართული ქსელები

 

 

 

 

 

 

 

რა არის ინტერნეტი?

ინტერნეტი (Internet) არის “მსოფლიო-ქსელი”, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ “ქსელს”(The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.

 

ვინ გადადგა ქართული ინტერნეტის სივრცეში პირველი ნაბიჯები?

ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან.

 

პირველი ქართული ვებ გვერდი რომელ წელს შეიქმნა და ვინ შექმნა ის?

პირველი ქართული (ქართულ ენაზე შესრულებული) ვებ გვერდი 1996 წლის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ (ფინეთი) – ეს იყო „დედაენა“.

 

რას გვეტყოდით მეორე ქართული ვებ გვერდის შესახებ?

პირველი ქართული ვებ გვერდი რომელიც უნიკოდ კოდირებაზე იყო დაფუძნებული და ზოგადად მეორე ქართული ვებ გვერდი გახდა „შავლეგო“ დაარსებული 1996 წელს BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ.

 

ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი ვებ გვერდი რომელი გახდა?

ინტერნეტ ტექნოლოგიებისადმი და ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ვებ საითი გახდა „ქართული ვების ტიპოგრაფია“ დაარსებული 1997 წლის დასაწყისში BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ – იყენებს უნიკოდ კოდირებასა და დინამიურ ფონტებს.

 

რას გვეტყვით პირველი ქართული წარმოების  უნიკოდ ფონტებზე?

პირველი ქართული წარმოების უნიკოდ ფონტები ინტერნეტისა და ვებისათვის გახდნენ BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილის) მიერ შექმნილი BPG SanSer, BPG Classic და რენო სირაძის შექმნილი RSWWWNet.

 

საქართველოში ინტერნეტის მომხარებელთა რიცხვი რამდენია?

Internetworldstats.com_ის მიერ გამოქვეყნებულისტატისიკის მიხედვით საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ბოლო წლებში საგრძნობლად იზრდება. მათ აქვთ შედარებული 2000 წლისა და 2010 წლის მონაცემები, რომელთა შედეგებიც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე.

ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში

სამწუხაროდ დღეისათვსი არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმისა თუ რამდენი მომხმარებელი ყავს ქართულ ინტერნეტს. ეს ფაქტი განპირობებულია იმითაც რომ აბონენტს, რომელსაც ინტერნეტი გაყავს შემდგომ ხდება ამ ინტერნეტის გამნაწილებელი. ანუ ხშირად რეგისტრირდება ერთი აბონენტი, სინამდვილეში კი მომხმარებელი რამდენიმე პირია. Internetworldstats_სმონაცემებით 2010 წლისათვის საქართველოში, ინტერნეტით სარგებლობს 1.300 მილიონი ადამინი. მაგალითისათვის 2000 წელს ინტერნეტით სარგებობდა მხოლოდ 20 ათასი ადამიანი.

 

ინტერნეტტრაფიკის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მერამდენე ადგილზეა?

ინტერნეტტრაფიკის სიჩქარის მიხედვით საქართველო 51-ე ადგილზეა.

 

და რეგიონში?

რეგიონის მასშტაბით პირველზე.

 

რამდენია საქართველოში ინტერნეტის საშუალო სიჩქარე?

Net Index-ის მიხედვით საქართველოში ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 6.77 Mbps -ია. რეიტინგის ხუთეულში მოხვდნენ სამხრეთ კორეა (36,56 Mbps), ლიტვა (30,34 Mბპს), ლატვია (26,40 Mbps), შვეცია (25,14 Mbps), ნიდერლანდები (24,51 Mbps).

 

არის თუ არა ვებ გვერდები შემოსავლის წყარო,რომელიც GE დომეინზეა რეგისტრირებული?

COM-ვებგვერდები ძლიერი შემოსავლის წყაროა,ხოლო საქართველოში ეფექტური არაა,არის ქართული ალტერნატივები,თუმცა შემოსავალი ძალიან ცოტაა.

 

GE დომეინზე სოციალური ქსელის ჩართულობა არის?

COM-სხვადასხვა სოციალური ქსელის ჩართულობა,GE-მხოლოდ ფეისბუქი.

 

გამოსადეგარია თუ არა ბუქმარქინგი ჯი დომეინისთვის?

COM-სოციალური ბუქმარქინგის საიტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ვებ გვერდის პოპულარიზაციაში,ხოლო ქართული კონტენტი პოპულარულ ბუქმარქინგ საიტებში ვერასდროს მოხვდება ტოპებში,შესაბამისად,გამოუსედეგარია,თუმცა არსებობს TOP.GE რომელიც ტრაფიკის მნიშვნელოვანი წყაროა.

 

აქცევენ თუ არა ყურადღებას მიზნობრივ აუდიტორიას საქართველოში?

COM-კომპანიები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ მიზნობრივ აუდიტორიას,რაც შეეხება საქართველოს ნაკლებად აქცევენ.

 

კომპანიებს ოფიციალურ ვებ გვერდებთან ერთად თუ აქვთ კომპანიის კორპორატიული ბლოგი?

COM-კომპანიების ნაწილს ოფიციალურ ვებ გვერდთან ერთად აქვთ კომპანიის კორპორატიული ბლოგი,საქართველოში კი სულ რამდენიმეს აქვს.

 

როგორი დამოკიდებულება აქვთ ქართველებს სოციალურ ქსელებთან მიმართებაში?

ქართველების ძრითადი ნაწილი მოიხმარს სოციალური ქსელებიდან მხოლოდ ODNOKLASSNIK.RU-ს,FACEBOOK-სა და TWITTER-ს,დროის უმეტეს ნაწილსაც ისინი სოციალურ ქსელებში ატარებენ.

 

აქტიური მომხმარებლები არიან თუ არა ქართველები ბლოგსფეროსი?

დაახლოებით 2000 აქტიური ბლოგია.

 

რა თემატიკისაა ძირითადად ბლოგები?

უმრავლესობა პირადი ბლოგებია.

 

ყველაზე პოპულარული ბლოგი რომელია?

ყველაზე პოპულარულ ბლოგად SWEET.GE ბლოგი ითვლება,ისე კი უამრავი ბლოგია,მაგ: მოდის მოყვარული გოგონას ბლოგი სამედიცინო სექსოლოგიის ბლოგი ,ლიტერატურული ბლოგი და ა.შ. ყველა სახის ბლოგს შეხვდებით,პირადი ბლოგის ჩათვლით.

 

ლიტერატურული ახსენეთ,წიგნების მაღაზიებს არ აქვთ ვებ გვერდები?

პარნასი,ბიბლუსი,რომელზეც არის ყველა წიგნის სია რაც გააჩნიათ,აგრეთვე წერია ღირებულებაც და მათი გამოწერაც შეიძლება.

 

რაც შეეხება ძიებას,რომელ საძიებო სისტემებს მოიხმარენ ხშირად?

ადრე ყველა YAHOO.COM-ს მოიხმარდა,ახლა უმეტესი ნაწილი GOOGLE.COM,დანარჩენ საძიებო სისტემებს ძალიან ცოტა იყენებს.

 

რა და რა სახის ვებ გვერდებია საქართველოში?

საქართველოში თითქმის ყველანაირი სახის ვებ გვერდია,იქნება ეს მუსიკებისთვის განკუთვნილი,ფილმებისთვის,მოდასთან დაკავშირებით თუ სხვა.

 

რეიტინგის მიხედვით პირველ პოზიციაზე რა საიტია?

TOP.GE-ს მიხედვით ეს საიტია MYVIDEO.GE, ანუ ვიდეო პორტალი.

 

არსებობს თუ არა საქართველოში MYVIDEO.GE გარდა სხვა ვიდეო პორტალები?

კი,არსებობს TVALI.GE .

 

რას გვეტყოდით საინფორმაციო პორტალებზე?

არის საინფორმაციო პორტალების მრავალი არჩევანი,ეს იქნება AMBEBI.GE ,IPN.GE , PRESA.GE , MEDIA.GE  თუ სხვანი.

 

რადგან საინფორმაციო პორტალებს შევეხეთ,ჟურნალ-გაზეთების წარმოებასთან ერთად თუ აქვთ შექმნილი ვებ გვერდები?

კი,ასეთია თუნდაც LIBERALI.GE .

 

და ქართულ ტელევიზიას თუ გააჩნია ვებ გვერდები?

გააჩნია თითქმის ყველა ქართულ ტელევიზიას, იქნება ეს IMEDI.GE RUSTAVI2.GE თუ სხვა,ინფორმაცია ყოველდღიურად, ზოგ საიტზე კი ყოველწუთიერად ახლდება.


პრეზიდენტსაც ხომ არ აქვს ვებ გვერდი?

არის პრეზიდენტის ვებ გვერდიც,რომელის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წერილი მიწეროს საქართველოს პრეზიდენტს..ამავე საიტზე ქვეყნდება პრეზიდენტის მიმართვები და ა.შ.არის აგრეთვე მერიის ვებ გვერდიც.

 

სამინისტროებსაც გააჩნიათ თავიანთი ვებ გვერდები?

რა თქმა უნდა,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,თავდაცვის სამინისტროს და ა.შ.

 

ბანკებზე რას გვეტყოდით?

საქართველოს ბანკი,თიბისი ბანკი და რაც კი საქართველოში ბანკია ყველას აქვს ვებ გვერდი,სხვათაშორის საინტერესო სიახლეებს სთავაზობენ მომხმარებელს,მაგ: საქართველოს ბანკს აქვს გათამაშებები,იყო შემთხვევა როდესაც დაიწერა სიმღერა და ამ სიმღერაზე მომხმარებელს უნდა გადაეღო ვიდეო კლიპი,გამარჯვებული ლაიკების მეშვეობით გამოვლინდა და საკმაოდ სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდა.

 

ვებ გვერდები აქვთ თუ არა საავადმყოფოებს და აფთიაქებს?

ყველას არა,მაგრამ უმეტესობას აქვს,მაგალითაც ავერსს.

 

როგორც ჩანს ყველა ორგანიზაციას,დაწესებულებას აქვს საკუთარი ვებ გვერდი

ყველას ხმამაღალი ნათქვამია,თუმცა რესტორნებს, კაფეებს, ბარებს, კინოთეატრებს აქვთ,საიდან შეუძლია ადამიანს დაათვალიეროს გარემო,გაეცნოს მენიუს,ხოლო რაც შეეხებბა კინოტეატრებს ნახოს რა დროს რა ფილმი გადის და დაჯავშნოს კიდეც ბილეთი.

 

ყოველდღიური ამინდის,ჰოროსკოპის,ვალუტის გაგება თუ არის შესაძლებელი?

რა თქმა უნდა,არის როგორც ცალკე საიტები აგრეთვე სხვადასხვა საიტებზე განთავსებული,ცალკეა AMINDI.GE , HOROSKOPI.GE , VALUTA.GE,სამივე ინფორმაციის ერთ საიტიდან გაგებაც შესაძლებელია,მაგალითად INTERES.GE .

 

ინტერნეტის მეშვეობით ალბათ უფასო სმს-ების გაგზავნაც შეუძლება ხო?

კი,ამისთვის არის საიტები MAGTIFUN.GE ,SMS.GE , BEELINE.GE … პირველ ორზე უნდა დარეგისტრირდე,პირველი სმს რაოდენობაში შეზღუდულია,გზავნის დღეში მხოლოდ 50 მესიჯს,თუმცა ყველა ქსელთან,SMS.GE შეზღუდული არ არის რაოდენობასთან,თუმცა გზავნის მხოლოდ ჯეოსელის აბონენტებთან,რაც შეეხება BEELINE.GE დარეგისტრირება საჭირო არ არის,ოღონდ გზავნის მხოლოდ ბილაინის აბონენტებთან.

 

საგანმანათლებლო ვებ გვერდებზე რას გვეტყვით?

არის ასეთი ვებ გვერდი BUKI.GE საიდანაც შეუძლია ადამიანს ჩამოტვირთოს მისთვის სასურველი წიგნი ქართულ ენაზე,უფასოდ…მართალია დიდი ბაზა არ არის,მაგრამ სულ არარაობას სჯობს,აგრეთვე პატარებისთვის ამ საიტზე არის თამაშები,რითიც ბევრ რამეს სწავლობენ..არის ბევრი ლიტერატურული საიტი მაგ:LIT.GE , LIB.GE  და ა.შ LIT.GE -ზე თანამედროვე ავტორები ათავსებენ თავიანთ ნაწარმოებებს,LIB.GE -ზე ეს უკანასკნელიც ხდება და ასევე ძველი მწერლების ნაწარმოებებიცაა,სხვათაშორის არც თუ ისე ცოტა.

 

ალბათ ფოტოგრაფიაზეც არის საიტები

კი,არის როგორც პერსონალური საიტები აგრეთვე სხვაც..მაგ ANIA.GE პერსონალურია და იგი არის ანა გოგუაძის საიტი სადაც თავისი ბიოგრაფია და ფოტოები აქვს განთავსებული,არის საიტი მაგ: BOKE.GE, სადაც ნებისმიერ ფოტოგრაფს შეუძლია დარეგისტრირება და სურათის ატვირთვა.

 

ქრისტიანული ვებ გვერდები არის?

არის ქრისტიანული ვებ გვერდებიც,ზოგი საპატრირქოს შექმნილი ზოგიც კი უბრალო მოკვდავების,საიტებიდან შეგვიძლია გავიგოთ თუ რა დღესასწაული როდისაა,აგრეთვე ბიბლიის,სახარების განმარტება,დევს ხატებიც და ა.შ..რაც მთავარია ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დასვას კითხვა,რასაც მოძღვარი უპასუხებს..არის მართმადიდებლური ფორუმიც CHURCH.GE .

 

ფორუმი ახსენეთ,კიდევ რომელი ფორუმებია?

უამრავი ფორუმია,სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით თუ ყველაფერთან ერთად,ასეთებია თუნდაც GOL.GE  და  რუსთავი2-ის ფორუმიც.

 

სამსახურის შოვნა თუ არის შესაძლებელი ინტერნეტით?

არსებობს საიტი JOBS.GE სადაც არის განთავსებული სამსახურები,დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაუგზავნონ სივი და შემდეგ უკვე წავიდნენ გასაუბრებაზე.

 

იყენებენ თუ არა ქართველები ინტერნეტს რაიმე ნივთის შესაძენად?

იმდენად აქტიურად არა როგორც საზღვარგარეთ,მაგრამ რა თქმა უნდა,თუმცა უცხოური საიტებიდან ამჯობინებენ თუნდაც ტანსაცმლის გამოწერას,მაგალითად AMAZON.COM.

 

მოდის მოყვარული გოგოებისთვისაც იქნება ალბათ ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ქართულად ხო?

რა თქმა უნდა,არის ქართული ვებ გვერდები,ANGEL.GE , PINK.GE , KABA.GE  და ა.შ რომლებიც თვითონ მოდური გოგოებიც წერენ და ადმინისტრაციაც.

 

ალბათ მამაკაცებსაც არ ივიწყებენ და სპორტული ვებ გვერდებიც არის,იქნებ გვითხრათ ზოგიერთი მათგანი?

კი ასეა და არამარტო მამაკაცები,ქართული და უცხოურ სპორტულ მოლენებზე WORLDPORT.GE მოგვითხრობს,არის აგრეთვე SPORTALL.GE  და ა.შ ამ საიტების მეშვეობით ინფორმაციის ყურში არიან რა თამაში როდის ჩატარდება და მაგ:ფეხბურთელებმა როდის გაიტანეს გოლი.

 

ფილმებზე რას გვეტყოდით?

სხვათაშორის შესანიშნავი ვებ გვერდებია ფილმებთან დაკავშირებით,რომლის ყურება როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე გადმოწერით შეიძლება,არის საიტები მაგ: AVOE.GE ,ALLMOVIES.GE , GOL.GE

 

ამ საიტებიდან მუსიკების გადმოწერაც შეიძლება?

ჩამოთვლილი საიტებიდან მხოლოდ AVOE.GE და GOL.GE-დან,ისე უამრავი საიტია მუსიკისთვის განკუთვნილი,მაგ MUS.GE სადაც განთავსებულია როგორც ქართული აგრეთვე უცხოური მუსიკა,რომელსაც თვითონ მომხმარებელი ტვირთავს.

 

თამაშების საიტზეც თუ გვეტყვით ერთ-ორ  სიტყვას?

თამაშების საიტებიც ბლომად არის,როგორც ფილმების შემთხვევაში შეიძლება გადმოწერაც და ონლაინში თამაშიც,აგრეთვე კაზინოს მოყვარულთათვის არის საიტი სადაც სრულიად უცხო ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთში,ნაღდ ფულზე ითამაშონ სახლიდან გაუსვლელად..შესაძლებელია აგრეთვე ბილიარდის თამაშიც GAMEZER.COM-ის მეშვეობით,თუმცა ეს საიტი საქართველოსი არ არის,მაგრამ მხარდაჭერა აქვს..შეიძლება ჯოკერის თამაშიც ონლაინში,მოკლედ შეზღუდულები არ არიან.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: