ათა თურქის შედევრი

3 Dec

ქეთა მიქიაშვილი

ოსმალეთის იმპერიის ნარჩენებიდან ათა თურქიმ კულტურული-პოლიტიკური რეფორმების საფუძველზე შექმნა სრულიად ახალი სახელმწიფო.თურქეთის რესპუბლიკა,რომლის კულტურასთან შეხება იწყება უმალ ,როგორც კი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ათა თურქის სახელობის აეროპორტში დადგამ ფეხს.

ალბათ,ყველა ადამიანი განიცდის დაძაბულობას,როდესაც უცხო ქვეყნის გარემოში ხვდება.ამ მდგომარეობას იწვევს ერების კულტურათა განსხვავებულობა. ჩემი პირველი ვიზიტი მეზობელ ქვეყანაში ძალიან კარგად დამამახსოვრდა.

როგორც კი ფეხი დავადგი სტამბულის ტერიტორიების მიდამოებს,ვიგრძენი თავისუფლება.ჩამოსვლისთანავე ვიყავი გაოცებული ამ ქალაქის სილამაზით,კულტურით,ხალხის სტუმართმოყვარეობით. დავდიოდი ამ უძველეს,ვიწრო,მოკირწყლულ ქუჩებში,რომლებიც ერთი მეორეზე მოვლილი,სუფთა და ლამაზი იყო.მან შეძლო რომ ძლიერი შთაბეჭდილება მოეხდინა ჩემზე .ნებისმიერ მაღაზიასა ან სავაჭრო ცენტრში შესვლისას თავს ვგრძნობდი კომფორტულად,უკომპლექსოდ.ყველგან შესვლისთანავე გეგებებიან და გიღიმიან ,თითქოს სწორედ რომ შენ გელოდნენ.ყურადღებას გაქცევენ,თავს გევლებიან.ვფიქრობ ამის უკმარისობას საქართველოში ნამდვილად ვგრძნობთ.მაღაზიაში ტანსაცმელზე ხელის მოკიდებასაც კი კრძალავენ ზოგან,განისჯვაზე ლაპარაკი ზედმეტია.თუ მოირგებ რამეს,მაგრამ მერე არ იყიდი,გიყურებენ იმედგაცრუებულნი და განაწყენებულნი,რომ შეაწუხე სულ ტყუილ-უბრალოდ.

სტამბულში პატივს სცემენ არამხოლოდ უცხოელებს,არამედ პირველ რიგში ერთმანეთს.ერთი რამეც აღმოვაჩინე ტაქსიმ შეიძლება იმ ადგილას გააჩეროს,სადაც წესით არ უნდა აჩერებდეს,რის შედეგადაც ფერხდება მოძრაობა,მაგრამ უკან მდგომი არცერთი მანქანა არ ასიგნალებს ,არცერთი მძღოლი არ იქნევს ხელებს და მოთმინებით ელოდებიან და ეს იმ ქალაქში,სადაც წარმოუდგენელი საცობებია.იმისათვის რომ დანიშნულ ადგილას მისვლა არ დაგაგვიანდეს,საათ ნახევრით ადრე მაინც უნდა გახვიდე სახლიდან,რადგან სტამბული 4საათის სავალ მანძილზეა გადაჭიმული.

ადვილად შევეგუე და აღვიქვი ამ ქალაქის ცხოვრების რითმი.ისინი ძალიან დაკავებულნი არიან,უმუშაოს,ალბათ,ცოთას თუ ნახავთ.ტრანსპორტირება ოდნავ რთულია,რადგან ძალიან ბევრი ხალხი სარგებლობს და მოგეხსენებათ,რომ 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ,ამიტომ სულ გადაჭედილია ქუჩები.იქ ყოფნისას ასევე შევამჩნიე,რომ,მგონი,თითქმის მთელი სტამბული ქალაქის კაფეებში მიირთმევს.

შთამბეჭდავი სანახავია უდიდეს ქრისტიანულ ტაძარზე,აია სოფიაზე,ნამგალა მთვარის ხილვა,თუმცა ტაძარი არის მოვლილილი და ჯერაც ტუსისტული სამყაროს ეპიცენტრს წარმოადგენს.შეაუძლებელია დამავიწყდეს ის აღტაცებული შეძახილები ,როდესაც ჩემს ვინაობას გავუმხელდი,რომ ვარ თბილისიდან, “გუჯრჯისტანიდან” .

ვფიქრობ ,რომ ეს ყველაფერი თამაშობს დადებით როლს, ვიანიდან ხელს უწყობს კულტურათა ურთიერთქმედებასა ,ურთიერთგამდიდრებას და კულტურულ ელემენტთა ინტეგრაციას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: