სოციალური ქსელების უარყოფითი მხარე

4 Dec

 ელენე ყიფიანი,  მარიკო დაბრუნდაშვილი

სოციალურმა ქსელებმა დაიპყრო მთელი მსოფლიო

            სოციალური ქსელები – გასართობი საშუალება თუ უწამლო ნარკოტიკი…?!

                   კომუნიკაციის დასამყარებელი საუკეთესო საშუალება, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის, როგორც დადებითად, ისე უარყოფითად.

                    მთელს მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული სოციალური ქსელები. ისინი კომუნიკაციის დამყარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.  მათი საშუალებით, მსოფლიოს ერთი ბოლოდან, მეორე ბოლოში სულ მარტივად ხდება დაკავშირება. სოციალურმა ქსელებმა საზოგადოების ცხოვრება უფრო საინტერესო, სახალისო და ადვილად აღსაქმელი გახადა.

მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული სოციალური ქსელები

 

 

 

 

მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული მრავალი სოციალური ქსელიfacebook.comtwitter.comflicker.commyspace.com და ა.შ.  ამ საიტებზე ახალგაზრდები რეგისტრირდებიან, მათზე ათავსებენ პერსონალურ მონაცემებს, პირად ინფორმაციასა და ფოტოსურათებს. ”მეგობართა” წრეში ერთიანდებიან, ეცნობიან ერთმანეთს, ამყარებენ კავშირს ერთობლივი ინტერესების პრინციპით. ამ გაერთიანებების წევრები ჩართულნი არიან კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის განსხვავებულ ფორმებში, პერსონალური web-გვერდების, ბლოგების, სადისკუსიო ჯგუფების მეშვეობით. საზოგადოება სოციალური ქსელების საშუალებით ეცნობა მთელ მსოფლიოს.

socal-network-world-map

ზემოთ აღნიშნულ მაგალითებს თან სდევს რიგი უარყოფითი თვისებებისა და პრობლემებისა:

– საიტები იზიდავენ უამრავ მოზარდს, რომლებიც კონტაქტების დამყარების მხრივ ხშირად აკეთებენ არასწორ არჩევანს;
– მშობელთა დიდი ნაწილი, როგორც წესია, არ არის საქმის კურსში და არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რას ათავსებენ მათი შვილები საიტებზე;
– სწორედ იქ, სადაც მოზარდები აკეთებენ არასწორ არჩევანს და გულახდილად გამოხატავენ პირადულ განცდებს და შეგრძნებებს, თავს იყრიან საფრთხის მომტანი ზრდასრულები, ზოგჯერ ”სექსუალური მტაცებლებიც” კი.
მოზარდები დაუფიქრებლად ჩადიან სახიფათო და უპასუხისმგებლო ქმედებებს, რომლებიც არასასურველ შედეგს გვაძლევს:

პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელმა გამოქვეყნებამ შესაძლოა მათ მიაყენოს ზიანი. მოზარდთა უმეტესობას სამწუხაროდ არ ესმის, რომ ყველაფერი, რასაც ისინი განათავსებენ ქსელში, ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება და შესაძლებელია საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ეს ინფორმაცია, მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

 

სოციალური ქსელი VS ნარკოტიკი

– განუსაზღვრელი დროით, ქსელში ყოფნა მათ ართმევს ცხოვრების აღქმის უნარს, წყვეტს რეალობას და აკარგვინებს დღევანდელობის შეგრძნებას. ამასთანავე ხელს უშლის მათ განვითარებას და გაზრდას. სოციალური ქსელი ხდება მათი ცხოვრების მარკოტიკი.

– არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები აყალიბებენ სახიფათო გაერთიანებებს და მათში ითრევენ სხვებსაც.
– სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათია უხეშობისა და ძალადობის თაობაზე მასალების გამოქვეყნებისა და მასობრივი დაგზავნის შემთხვევები;
– არანაკლები ხიფათისმომცველია სარისკო სექსუალური ქცევისაკენ მიმართული წინადადებებისა და მოწოდებების გამოქვეყნება, რის შედეგადაც მოზარდები შეიძლება იქცნენ ”სექსუალური მტაცებლების”, ბავშვთა პორნოგრაფიის, მოზარდებთან ”სექსუალური თამაშების” მოყვარულთა მსხვერპლად.                                                                                                                                           -ხშირია შემთხვევები, როდესაც სოციალური ქსელები დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და უარყოფითად მოქმედებს.

მიუხედავად სოციალური ქსელების უარყოფითი მხარისა, მათ მსოფლიოს მაშტაბით უამრავი ადამიანი აქტიურად მოიხმარს. სოციალურ ქსელში ასაკი არ არის შეზღუდული.

დიაგრამა გამოსახავს მომხმარებელთა მაჩვენებელს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

დიაგრამა რომელის გამოსახავს მომხმარებელთა მაჩვენებელს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

 

 

 

 

 

 

 

 

აი რა შეუძლია სოციალურ ქსელს…!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: