ჩემი დედა…შენი დედა…

4 Dec

 ნია ჩინაშვილი

დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ? დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!

 

რა შემზარავია, როცა ქართველი კაცი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იზრდებოდა დედისა და ქალის კულტის თაყვანისცემითა და ამაღლებით,როცა დედა ასწავლიდა  შვილს “ვაჟკაცობას”,როცა ქართველი ვაჟისთვის დედა ყველაფერს ნიშნავდა, როცა აყალიბებდა ვაჟში ჯანსაღ კაცურ სულს ამ ყველაფრის შემდეგ ყველა მეორე გაიძახის სიტყვების “ჩემი დედა მოვ”…”შენი დედა მოვ…

 

გავიხსენოთ ჩვენი წარსული,საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა ქართველთა განმანათლებელმა, ძველქართული კაბადოკიური ტომის შვილმა წმინდა ნინომ… მისი სასწაულით განიკურნა ნანა დედოფალი და ნანა დედოფლის გაქრისტიანების შემდეგ მოექცა მეფე მირიანიც და შემდეგ მთელი იბერია…

 

წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი,რომელიც ღირსეული მეფე იყო და უფრო ღირსეული ქრისტესმსახური, მისი ლოცვა-ვედრებით ქართველებმა მაშინ მრავალი განსაცდელი დაითმინეს და მრავალ ომში დაამარცხეს მტრები.
შემდგომ იყო წამებული ქეთევანი.ის სამაგალითო იყო, არამარტო მაშინდელი საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო ქრისტიანული ქვეყნებისთვისაც…
ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა(ელო) და და, რომლებიც ბრძოლაშიც გვერდში ედგნენ მამაკაცებს…
და მრავალი ქართველი ქალი,მათ შორის მაია წყნეთელი, რომლებიც ბრძოლის ველზე კაცის სამოსით უნახავთ დაცემულები… რამდენი გმირობა შეიძლება ჩამოითვალოს… რამდენი მათ მიერ აღზრდილი გმირი… და დღეს კი რა გვესმის მათ “სადიდებლად”?! ბილწსიტყვაობის კორიანტელი და გინება,რომელსაც სიამაყითაც კი წარმოვთქვამთ და სინანული ან სინდისი არც კი გვაწუხებს… რატომ? ვინ გქაჩავს ენაზე? ვინ გვაძალებს?!
ადრე ურჯულოები სიკვდილით სჯიდნენ მათ ვინც ღვთისმშობლისა და უფლის ხატს არ უარყოფდა, დღეს კი არავინ არ გვსჯის, გვაწამებს და მაინც ვაგინებთ საკუთარ დედებს… ამ გინებაში  პირველ რიგში ღვთისმშობელზე იგულისხმება, რადგან ღვთისმშობელი ყველა ქართველის განსაკუთრებული მფარველი და დედაა.

 

აქვე გავიხსენოთ პოეტ ნოდარ ჯალაღონიას ლექსი “შეგინებული დედები”

რა გულით, ანდა რა ენით ამბობთ სიბილწეს, საოცარს,
ბიჭებო! როგორ იმეტებთ დედას – ხატსა და სალოცავს,
მარილს რად აყრით სამშობლოს, ისედაც გახსნილ ჭრილობას,
კარგი დედ-მამის შვილებო, რად გინდათ ბოზის შვილობა.
ფუძის ანგელოზს რად აფრთხობთ და ეშმაკს რატომ აბუდებთ,
ცოცხლად რატომ კლავთ თქვენს დედებს და სულში რატომ აფურთხებთ.
ეს არის დიდი სირცხვილი სიგლახეცა და სილაჩრეც,
როდესაც კაცი ამგვარ ფიქრს ენას და სიტყვას მიაჩვევს.
დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?
დედა – ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: