ხატვა, ნახატი და საზოგადოება

4 Dec

ნახატის ავტორი: ნათია იაშვილი

                      ხატვა, ადამიანის მომნუსხველი საშუალებაა. შევხედავთ ნახატს და აღმოვჩნდებით ჩვენთვის უცხო სამყაროში, სადაც ყველაფერი უჩვეულოა. თითქოს რეალური, მაგრამ არარეალური და ამოუცნობი. საინტერესო და დამაინტრიგებელი… 

ვხატავთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ვიცით რატომ, უბრალოდ ვიღებთ კალამს ან ფანქარს და ყველაფერი თავისით მიდის… შემდეგ დავხედავთ ფურცელს და აღმოჩნდება, რომ მასზე გამოსახულებაა. ზოგჯერ უჩვეულო, მაგრამ ჩვენთვის ნაცნობი და ახლობელი… საზოგადოების გარკვეულ მაწილს ხატვა თავისი ზეგავლენის ქვეშ აქცევს და არც მე ვარ გამონაკლისი ამ საზოგადოებისგან.

ხატვა ჩემი თავისუფლებაა, სიცოცხლის წყარო და დამამშვიდებელი:)… მისი მეშვეობით გადმოვცემ ჩემს განცდებს, გრძნობებს და ყველაფერ იმას რაც ჩემშია დამალული. იგი მანიჭებს ყველაზე დიდ თავისუფლებას. ხატვის დროს ჩემს ირგვლივ ქრება ყველაფერი, ვრჩებით მხოლოდ მე, ფურცელი და ის განუმეორებელი ხელსაწყო, რისი საშუალებითაც შემიძლია დახატვა.

ნახატის ავტორი: ნათია იაშვილი

საზოგადოებაში არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთათვისაც ხატვა მთელი ცხოვრებაა, სიცოცხლის წყარო და მამოძრავებელი. ისინი ნახატის მეშვეობით გადმოსცემენ თავიანთ ხედვას, განწყობას, ფიქრებს და ოცნებებსაც კი.

მხატვრისტვის ნახატი მთელი ცხოვრებაა, მათთვის ძალიან რთულია მათი გასხვისება, გაჩუება. ისინი მათი ოჯახია, რომელსაც ბავშვივით უნდა გაუფრთხილდე და მოუარო…

არ არსებობს ნახატი კარგი ან ცუდი… ყველაფერი რასაც ადამინი ხატვის საშუალებით ქმნის შედევრია, მხოლოდ მისი და არა საზოგადოების. საზოგადოებას არ აქვს უფლება განსაჯოს მხატვარი ნახატის მიხედვით, მათ შეიძლება ნახატი მოეწონოთ ან არ მოეწონოთ. ყველა ნახატი ინდივიდუალურ აზროვნებას მოითხოვს, ერთი ადამიანისთვის ხე შეიძლება ხე იყოს, მაგრამ მეორესთვის თვალი ან ადამინის გამოსახულება…

ნახატის ავტორი: ნათია იაშვილი

მე კი ბევრს აღარ მოგაცდენთ ჩემი საუბრით, წავალ და დავასრულებ ჩემს ნახატს… ცოტახნით მოვწყდები რეალობას, დავივიწყებ ყველაფერს და მთელ ჩემს ყურადღებას დავუთმობ მხოლოდ და მხოლოდ ხატვას…:)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: