პრობლემა ინტერნეტთან

5 Dec

დათი ხარაიშვილი

2011 წელი საქრთველომ უკვე მრავალი წელია შეაბიჯა ვირტუალურ სამყაროში და ასე თქვათ მრავალი ადამიანი მიაჯაჭვა ინტერნეტს, მრავალი ზარმაცი ადამიანი უფრო გააზარმაცა და ა.შ

დღესდღეობით ადამიანთა ჯგუფები ორ ნაწილად იყოფა, ერთნი ფიქრობენ რომ ინეტრნეტს მხოლოდ უარყოფითი მხარეები აქვს მეორენი კი პირიქით, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ინტერნეტმა ჩვენ განვითრებაში უდიდესი როლი ითამაშა, მოდი დავფიქრდეთ დღეს ინტერნეტის დახმარებით შეგვიძლია გავნათლდეთ ნებისმიერ დარგში, იქნება ეს კინო, თეატრი, რელიგია, სპორტი, მუსიკა და სხვა მრავალი. მაშ რა არის იმის მიზეზი რომ ინტერნეტს უარყოფითად მოიხსენიებენ და რატომ არიან მთელი დღის განმავლობაში მიჯაჭვულნი ადამიანები მასზე? ამისს პასუხი მრავალია. თუ გავიზიარებთ მშობლების აზრს პასუხი ასეთი იქნება რომ დღეს ინტერნეტი არცთუ ისე საგანმანათლებლოა მასში არსებობს მრავალი არა სასურველი საიტი მაგალითად პორნო საიტები რაც სრულიად მიუღებელია ბავშვისთვის. რა ხდება იმ ადამინთა ჯგუფში რომლებიც უფრო მოზრდილები არიან  იყენებენ ინტერნეტს გამუდმებით და ამასთანავე უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მასზე? მათი აზრით ინტერნეტმა შეცვალა  საკმაოდ ბევრი მედია საშვალება ჩაძირა და გაანადგურა ისინი.

მაგალითად 2011 წელს საზოგადოებას საშვალება აქვს წიგნი ინტერნეტში წაიკითხოს, ორი კვირის გამოსულ ჰოლივუდურ ფილმს სახში ბუხრის წინ ანდაც უბრალოდ სკამზე უყუროს იმ საიტიდან რომელიც არა რეგალურად აწარმოებს ფილმის ჩვენებას, მოგეხსენებათ დღეს–დღეობით საქართველოში მრავალი ასეთი საიტი არსებობს აქედან გამომდინარე სტატისტიკა რომელიც უკავშირდება კინოში დასწრებას საგრძნობლად დაბალია, ეს შედეგი რა თქმა უნდა ინტერენეტის დამსახურებაა. მოდი თქვენის ნებართვით  ჩემ აზრსა და მაგალითს მოგიყვანთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, უკვე მეხუთე თვეა მე  დათი ხარაიშვილს სახლში ფურცელზე დავალება არ დამიწეერია მრავალი წიგნის შინაარსი ინტერნეტში წავიკითხე იქნება ეს დონკი ხოტი, ჰამლეტი,  დონჟუანი და მრავალი სხვა დანარჩენი.  წარსულში თუ გადავიხედავთ იქ დავინახავთ ბაბუებს მამებს დედებს როგორ არიან წიგნებთან მჯდომნი კალმით ხელში მომარჯვებულნი. ალბათ ამ თემაზე ყველა ადამიანს საკუთარი აზრი აქვს ზოგის აზრით ალბათ ეს ყველაფერი კარგია იმიტომ რომ განვითარება საჭიროა და სასურველია საზოგადოება ახალ ხილს დადებითად შეხვდეს მიუხედავად იმისა ქრება თუ არა მისი წინა მორბედი საშვალება, ზოგი კი ფიქრობს ინტერნეტი ჯალათია სხვა მედია საშავლებების და მათ მხოლოდ ისტორიისკენ უტოვებს გზას. აი ეს ბლოგიც word ში ავკრიფე და არა კალმით ფურცელზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: