“ღმერთი მოკვდა“

5 Dec

მარიკო დაბრუნდაშვილი

„ღმერთი მოკვდა“ რაც უფრო მეტად მინდა ნიცშეს ეს სიტყვები ტყუილი აღმოჩნდეს, მით უფრო მეტად ვრწმუნდები მათ სიმართლეში. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახალი იმედგაცრუება და ახალი ბოროტებაა ჩასაფრებული. გამოჩნდება თუ არა  იმედის  პატარა ნაპერწკალიც კი, იმწამსვე ქრება უიმედოდ და მის გამოჩენას აღარც ველი ხოლმე.

დღეს, მორიგი იმედგაცრუების დღე იყო. დილით, ჩემი საძინებლის ფანჯარასთან მობირჟავესამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების გინებამ გამაღვიძა, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით აგინებდნენ საკუთარ დედებს. ( ამას უკვე მივეჩვიე ასე, რომ დიდი აღშფოტება მათ საქციელს ჩემში არ გამოუწვევია)

სახლიდან, რომ გამოვედი კათარზისის წინ გავიარე, სადაც ორი ჩემი ასაკის გოგონა მორცხვად იდგა საჭმლის რიგში. თავი უხერხულად ვიგრძენი და გზა განვაგრძე. შემდეგ, „მარშუტკა“–ში ჩავჯექი, ჩემს წინ, სავარძელზე დედა–შვილი ისხდა, ბავშვი დაუნის სინდრომით იყო დაავადებული. ვიგრძენი როგორი დაზაბული იყო ბავშვის დედა, რადგან მთელი „მარშუტკა“ ბავშვს უყურებდა და ყალბი გულისტკივილით ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს „ნწ ნწ საწყალი“–ო, გოგონას სასწრაფოდ თვალი მოვარიდე და „მარშუტკიდანაც“ ჩამოვედი.

ჩემი შემდეგი გაჩერება, მეგობრის სახლში იყო. როდესაც მასთან მივედი მთელი ოჯახი „შინდლერის სიას“ უყურებდა, რამდენიმე ეპიზოდს მეც მოვკარი თვალი და მთელმა ფილმმა უცბად თვალწინ გამირბინა. გამახსენდა უდანაშაულოდ დაღუპული მილიონობით ადამიანი  და გული კიდევ უფრო დამიმძიმდა…

დღემ იმდენად ცუდად ჩაიარა, რომ გადავწყვიტე ეკლესიაში შევსულიყავი და სანთელი დამენთო. ეკლესიაში არასოდეს მივლია და წირვასაც არასდროს დავსწრებივარ ბოლომდე, თუმცა იმ დღეს ძალიან მომინდა ღმერთთან ახლოს ყოფნა და ლოცვა, ამისათვის ეკლესიაზე შესაფერისი ადგილი ვერ მოვიფიქრე. პატარა ეკლესიასთან შევჩერდი, პირჯვარი გადავიწერე და შესვლა დავაპირე, თუმცა წინ მამაო გადამეღობა ტაძარში არ შემიშვა. სანამ კაბას არ ჩაიცვამ და თავსაბურავს არ გაიკეთებ, ტაძარში ვერ შეგიშვებო და თან ეკლესიის წინ გამოკრულ აბრაზე მიმითითა, სადაც შარვალიანი ქალი, მსხვილი წითელი ხაზით იყო გადახაზული. სამწუხაროდ, არც კაბა მეცვა და არც თავსაბურავი მქონდა თან ასე, რომ შინ იმედგაცრუებული დავბრუნდი.

გუნება კიდევ უფრო გამიფუჭდა, პირველად მომინდა მელოცა და მაინცდამაინც იმ დღეს არ დამხვდა ღმერთი შინ.

ღამე ტელევიზორი ჩავრთე, რამე სახალისოს ყურებას ვაპრებდი, მაგრამ ჩემდასაუბედუროდ  შემთხვევით იმ არხზე გადავრთე, სადაც მთელი გადაცემა  დაავადებულ აფრიკელ ბავშვებს ეხებოდა. შემზარავი კადრები იყო, ბავშვები ჩონჩხებს უფრო გავდნენ ვიდრე ადამიანებს. გული ამტკივდა, გული დამწყდა, გული გამიჩერდა. სასწრაფოდ გამოვრთე ტელევიზორი და დასაძინებლად წავედი.

ფიქრმა არ მომასვენა მთელი ღამე. ვიწექი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, სად იყო ღმერთი იმ დროს, როცა საკონცენტრაციო ბანაკებში ამდენი ხალხი იხოცებოდა, სად იყო უფალი მაშინ, როდესაც იაპონიაში ის საშინელი მიწისძვრა მოხდა და უამრავი ხალხი შეიწირა. ვფიქრობდი ამაზე და თან ვხვდებოდი, რომ ნელ–ნელა, ნიცშესი არ იყოს, ჩემს გულშიც კვდებოდა იმედი, ღმერთი !

11 Responses to ““ღმერთი მოკვდა“”

  1. როდე December 5, 2011 at 6:54 pm #

    ველქომ😉

  2. marikodabrundashvili December 5, 2011 at 7:30 pm #

    :))

  3. niniTo December 5, 2011 at 10:14 pm #

    ნიცშე გულისხმობდა – ადამიანთა გულებში მოკვდა ღმერთიო.
    და საერთოდ, ჭეშმარიტად ქრისტიანები რომ ვიყოთ, ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ ფუნდამეტალიზმამდე დაყვანილი რწმენა გვაქვს. სწორად თქვა ჯავახიშვილმა- წარმართები ვართო.
    ჰოდა ასე მალე და მარტივად კი ნუ მოვკლავთ ღმერთს, არამედ ჯერ სიღრმეში შევიდეთ, შევიმეცნოთ და შემდეგ ვუარყოთ თუ უარყოფაა. მაგრამ არა! ზედაპირიდან შეფასება მარტივია. მაგ კითხებზე გიპასუხებენ თეოლოგები, მე ისეთი ეჭვები გამიქარწყლეს…🙂

    • niniTo December 5, 2011 at 10:16 pm #

      ადამიანთა გულებში მოკვდა ღმერთიო – ანუ ადამიანებს აღარ სწამთ ღმერთის, ადგან მატერიალიზმმა გადაფარა მათი გონება.

  4. marikodabrundashvili December 6, 2011 at 11:33 am #

    niniTo :)) magashi mec darwmunebuli var rom nicshe siberit sikvdils ar gulisxmobda :)) ikneb mimaswavlo is teologi visac am kitxvebze pasuxu akvs. dzalian minda chems echvebsac eshvelos rame :))

    • niniTo December 6, 2011 at 4:45 pm #

      სიბერით სიკვდილი მომეწონა🙂
      რატომ, ხომ არსებობს მოსაზრება (და ჩემი რამდენიმე მეგობარიც იზიარებს), რომ თავიდან არსებობდა სუბსტანცია, ანუ ღმერთი, რომელიც იყო მხოლოდ ძალა, რამაც შექმნა სამყარო, თუმცა ახლა აღარ არსებობს.
      მე დავითიანში დავდიოდი, ბიბლია შევისწავლე თეოლოგიურად და იქ გამცეს პასუხები. გვარი არ ვიცი, რომა ერქვა.
      თუმცა კიდევ ბევრგან ვეძებდი პასუხებს, ერთ-ერთი ფილოლოგი მანანა ანდრიაძეა, კიდევ – ფილოსოფოსი რევაზ ბალანჩივაძე.

      • marikodabrundashvili December 6, 2011 at 5:47 pm #

        didi siamovnebit movismendi mat azrs :)) chemi blogidan gamomdinare sheidzleba ifiqro rom ateisti var :)) magram ase ar aris… ramdenjerme vcade mamaostan gasaubreba msgavsma shekitxvebma pirvelad rom shemomitia, magram imdenad sasacilo pasuxebi mivige, rom sibralulis grdznoba gamichnda mat mimart :))

        p.s aucileblad gavecnobi mat mosazrebas , madlob🙂

  5. niniTo December 6, 2011 at 8:22 pm #

    ვიცი, რასაც ფიქრობ და როგორც უყურებ ამ საკითხს. მეც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული ყველაფერში, ვიტყოდი – კვლევის, ძიების პროცესში ვარ. ჰო.. არ მინდა ვიყო ქრისტიანი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი წინაპრები იყვნენ, მინდა ბოლომდე ჩავწვდე და არა ფუნდამენტალიზმამდე დაყვანილი რწმენა მქონდეს.
    კარგი და ცუდი, გააზრებულად და ბრმად მორწმუნე ყველგანაა. ჩემი მამაო პირიქით, მეუბნება, რომ ყველა კითხვა უნდა დავსვა და საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია. უბრალოდ მე არ დავდივარ ხშირად (ცოდვა გამხელილი სჯობს)
    ჰოდა.. ის კი არ უნდა დაუშვა, რომ ღმერთი შესაძლოა მოკვდეს, არამედ პირიქით, მთელი აზარტით შეუდგე მის შეცნობას. : )

  6. marikodabrundashvili December 7, 2011 at 9:24 am #

    dgeba cxovrebashi iseti momenti, rodesac gmertis sikvdili ufro realurad migachnia vidre sicocxle. chemi codvac gamxelili sjobs da me dzalian xshirad meufleba es gancda.🙂 gmertis shecnoba ki jer veravin shedzlo, aramgonia me gamomivides. mxolod brma rwmenaa gamosavali :))

    • niniTo December 16, 2011 at 5:11 pm #

      უი… სულ გადამავიწყდა პასუხი.
      აი ეგ არგუმენტი მთლად სწორი ვერაა. მაშინ ყველაფერი, რაც სიძნელეს უკავშირდება, უნდა შეეშვა.
      ღმერთის შეცნობა ვერავინ შეძლოო. გააჩნია რას უწოდებ შეცნობას. ძალიან მომწონს აბო თბილელი. გონებით არ მივიდა? ბრმა რწმენას თავად ქრისტიანობა უარყოფს.
      რელიგიაში ყველაფერი ძალიან ლოგიკურია. მთავარია მძაფრი სსურვილი და ჭშმარიტებასაც ვიპოვით.🙂

  7. marikodabrundashvili January 10, 2012 at 7:06 pm #

    dagvianebit, magram mainc gipasuxeb :)) am sakitxtan dakavshirebit kardinalurad gansxvavebuli azri gvakvs :))) rac sheexeba abos, veravin damajerebs, rom am asakshi sheidzleba adamiani chesmaritebamde mivides. adamiani am asakshi dziebis processhia da rwmenac aseti dzlieri ver ekneboda.🙂 protesti sheidzleba hkonoda rac ufro logikurad mimachnia😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: