ჩემი თბილისი

5 Dec

ნიკი პერკინი 

   ქუჩები წითელ-ყვითელი  ფოთლებითაა მოხატული.  შენობებს ისეთი იერი აქვს  თითქოს გუშინ გვიანობამდე  ექეიფათ და ახლა,   ნაბახუსავზე ახალი  მომქანცევლი დღისთვის    ემზადებიანო. ქუჩაში მარტო  ვდგავარ და გზას შევსცქერი,  ჩემი ფიქრები, კი სულ სხვა  გზებზე დაქრიან.

  ერთ-ერთი სახლიდან სასიამოვნოდ ჩამესმის ყურში კლასიკური მუსიკის მელოდიური ჰანგები. მართალია ბევრი არ გამეგება კლასიკური მუსიკისა, მაგრამ სასიამოვნო მაჟორულ ნოტას მაძლევს. ეზოდან დომინოს ჭახა-ჭუხის ხმა გამოდის… უამრავი კითხვა მიტრიალებს თავში, მაგრამ პასუხებს არც კი ვეძებ.

  ამ დროს ალბათ თბილისი ნაცრისფერია და მოუსვენრად ელოდება გაფერადებას.

   როდესაც ვაცნობიერებ ჩემს გარშემო არსებულ სილამაზეს ტანში ჟრუანტელი გამდის. დაქანცულ ხეებზე ბავშვების მიერ ამოტვიფრული წარწერები ნელ-ნელა ქრებოდა… კლასიკური მუსიკის ჰანგები ისევ ჩამესმოდა სასიამოვნოდ ყურში, მაგრამ თითქოს  ქარს მოქონდა შორიდანო. იმ ეზოში, სადაც დომინოს ჭახა-ჭუხის ხმა გაისმოდა, მატარებლის ლიანდაგივით დალაგებული ქვები ეწყო. ძირს კი, ნაფასს ამოურტყმელი სიგარეტები ეყარა.  გარშემო ყველაფერი ღიავდებოდა და ფერები კაშკაშა და ნათელი ხდებოდა… იმდენად ნათელი, რომ თვალს მჭრიდა. უამრავი ახალი ფიქრები იწყებდნენ ჩემი გონების მიერ შექმნილ გზებზე ქროლვას…

 ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ჯერ მაინც მთვრალი დავბარბაცებდი ძილის სამყაროში. ტანში ფეხის თითებიდან  თვალებამდე, რაღაცამ სასიამოვნოდ გამიელვა და გამათბო… თვალებს ვახელ და ვხედავ ჩემს ოთახში შემოპარულ მზის სხივებს. სიზმარი ისევ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ მალევე დამავიწყდება. მაგიდაზე დარჩენილ ერთ ღერ სიგარეტს ვიღებ, ნაფასს ვარტყამ და აივნის კარების გაღების თანავე ღრმად ვსუნთქავ და თბილისის სურნელის შეგრძნებას ვიწყებ და ხელად აზრად ის მებადება, რომ რა უნდა მოხდეს ისეთი რაც ცუდ ხასიათზე დამაყენებს. გვერძე ნაქეიფარი მაგიდა დამხვდა და წამით გამიელვა თავში ეხლა ამას რა დაალეგბსო…შემდეგ ამ ფიქრებს საყვარელი სახეები, განდევნიან ხოლმე, რომლებთან ერთადაც ბახუსში შევედი. ნელ-ნელა, ცეკვით ვბრუნდები ოთახში და სიგარეტს ვაქრობ. მზე ისევ ანათებს და ყველაფერი წინაა, კლასიკური მუსიკის ჰანგები კი შეუჩერებლივ გაისმის და ჟრუანტელივით მიელვებს ტანში და ისევ თბილისის ქუჩებში დავხეტიალობ.

One Response to “ჩემი თბილისი”

  1. kaxelo December 11, 2011 at 8:58 am #

    dzalian magari temaa😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: