მსოფლიოს საუკეთესო ბლოგები

12 Dec

გვანცა ყულეჯიშვილი,მერი ხვიჩია

   

ბლოგი,ეს ყველაფერია

    ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ინტერნეტზე, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდ მედია საშუალებაზე. ადამიანები სულ უფრო ნაკლებად ყიდულობენ ბეჭვდით მედიას და ამის სანაცვლოდ ახალ ამბებს  ინტერნეტით იგებენ-ხოლმე.  უამრავი მომხმარებელი უპირატესობას ინტერნეტ რადიოსა და ტელევიზიას ანიჭებს და ა.შ. ერთგვარი პარალელის გავლება ხდება ინტერნეტსა და ტრადიციულ მედიას შორის, რაც არამართებულია, ვინაიდან ტელევიზიის შემთხვევაში, ტელევიზიას  თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობა ჰყავს, რომლებიც  იმას ქმნიან რასაც მერე ადამიანები მოიხმარენ. იგივე ხდება ბეჭდურ მედიაშიც. ინტერნეტის შემთხვევაში კი, საქმე სხვაგვარად არის, ინტერნეტი უბრალოდ კაბელებისა და ელექტრონული მოწყობილობის ერთობლიობაა, რომელიც სხვადასხვა ქსელებსა და მომხმარებლებს აერთიანებს. მედია საშუალებად მას თავად მომხმარებლები აქცევენ, როდესაც ინტერნეტში ინფორმაციას ანთავსებენ. ტრადიციული მედეა საშუალებები და ჩვეულებრივი ადამიანები ინტერნეტში ხშირად თანაბარ პოზიციაში არიან, ისინი მოიხმარენ ინტერნეტს და თავად ამდიდრებენ მას. 

 

   რა არის ბლოგი?როდის გაჩნდა პირველი ბლოგი?

სიტყვა ბლოგი, შესიტყვება „ვებლოგი“-დან (weblog) წარმოებულია. თავად ვებლოგი კი ორი სიტყვის ერთობლიობაა  – ვები(web) და ლოგი(log). რაც ითარგმნება როგორც ვებ ჩანაწერი, ან ვებ ჟურნალი.
დღეს ძნელია იმის გარკვევა, ვინ იყო პირველი ბლოგერი. თავად ტერმინი, როგორც ჩანს, ჯონ ბარგერს (Jorn Barger) ეკუთვნის, რომელმაც 1997 წელს, პირველმა გამოიყენა შესიტყვება ვებლოგი (weblog) იმ აქტივობის აღსაწერად, რომელსაც ის ახორციელბედა.  შემოკლებული ფორმის – ბლოგის (blog)  შემოღება კი, პიტერ მეროლზის (Peter Merholz) დამსახურებაა, რომელმაც ეს ტერმინი, სახუმაროდ 1999 წელს თავის ბლოგში, Peterme.com გამოიყენა.
პირველი ბლოგები დაახლოებით 1994 წელს, ტერმინის ჩამოყალიბებამდე, გაცილებით ადრე გაჩნდა და მათ ძირითადად ონლაინ დღიურის სახე ჰქონდათ.  თავიდან ბლოგერობა არც ისე ადვილი იყო, რადგან არ არსებობდა ბლოგის წარმოების ინტერნეტ სერვისები და შესაბამისად, ბლოგის შექმნა ისეთივე რთული იყო, როგორც ვებგვერდის დამზადება. 1999 წელს, გაჩნდა მარტივი და მოხერხებული სერვისი – Blogger, ამან ხელი შეუწყო  ბლოგოსფეროს განვითარებას და ნებისმიერ ადამიანს მისცა საშუალება ყოველგვარი გადასახადისა და სპეციალური მომზადების გარეშე შეექმნა თავისი ბლოგი.

    რა ტიპის  ბლოგები არსებობს?

პირადი/პერსონალური ბლოგი

პირადი ბლოგი, ყოველდღიური მოვლენების ამსახველი ჩანაწერები პიროვნების მიერ (იგივე დღიური), არის ტრადიციული, ყველაზე გავრცელებული ბლოგის სახე. ბლოგის ავტორები (ბლოგერები) ამაყობენ თავიანთი ბლოგის პოსტებით თუნდაც მათ ავტორის გარდა არავინ კითხულობდეს. ბლოგები ხშირად ხდება კომუნიკაციის ფორმა; აქ აისახება ცხოვრება და ხელოვნების ნიმუშები. ბლოგის წარმოებას გააჩნია სენტიმენტალური ხასიათი. ზოგიერთი პირადი ბლოგი ძალიან პოპულარული ხდება, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ გარკვეული აუდიტორიით შემოიფარგლება.

კორპორატიული ბლოგი

    უმრავლეს შემთხვევაში ბლოგი პირადია, მაგრამ არსებობს მიზნებისთვის შექმნილი ბლოგებიც. ბლოგს, რომელიც გამოიყენება შიდა კომუნიკაციის და კულტურის ზრდისთვის, ან გარე მარკეტინგისბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის, ეწოდება კორპორატიული ბლოგი.

მედია ტიპის მიხედვით

ვიდეომასალების შემცველ ბლოგს ეწოდება — ვლოგი (Vlog). ბულების შემცველ ბლოგს ეწოდება — ლინკლოგი (linklog). ჩანახატების, მონახაზების ან/და ესკიზების შემცველ ბლოგს ეწოდება — სკეჩბლოგი (Sketchblog). ფოტოსურათების შემცველ ბლოგს ეწოდება — ფოტობლოგი (Photoblog). შერეული მედიის შემცველ ბლოგს ეწოდება —ტამბლოგი (Tumblelog). არტლოგი (Artlog) წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშების გასაზიარებლად და გამოსაქვეყნებლად შექმნილ ბლოგს, თუმცა განსხვავდება დომინირებული აქცენტით ხელოვნების ნიმუშებზე და არა ტექსტზე. იშვიათი ტიპის ბლოგს, რომელიც დაფუძნებულია (hosted) გოფერის პროტოკოლზე, ეწოდება ფლოგი(Phlog)

 

მოწყობილობის (device) მიხედვით

ბლოგები განსხვავდება იმითაც, თუ რა მოწყობილობაა გამოყენებული მათ შექმნაში. ბლოგს, რომელიც იწერება მობილური ტელეფონიდან ან PDA (???) შეიძლება ვუწოდოთ მობლოგი (Moblog).ერთერთი ადრეული ბლოგი იყო — Wearable Wireless Webcam, ერთი პიროვნების ონლაინ დღიური, მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რომელიც აერთიანებდა ტექსტს, ვიდეოს და სურათებს. ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა ვებსაიტს სპეციალურ სათვალეში ჩამონტაჟებული ვებკამერიდან , ასეთ ნახევრად ავტომატიზირებულ ბლოგის წარმოების ტექნიკას, პირდაპირი ეთერისა და ტექსტის გაერთიანებით ეწოდება sousveillance. მსგავსი ბლოგები არაერთხელ იქნა გამოყენებული საკანონმდებლო საქმიანობაში.

ჟანრობრივი

ზოგი ბლოგი ფოკუსირებულია გარკვეულ თემაზე, როგორც მაგალითად პოლიტიკური ბლოგები, მოგზაურობის, მოდის და პროექტების შესახებ დაწერილი ბლოგები, ნიშური ბლოგები, კლასიკური მუსიკის ბლოგები, და იურიდიურლი ბლოგები (ხშირად მოიხსენიებანე როგორც Blawgs) ან სიზმრის ბლოგები. ბლოგი, რომელიც არ არის წესიერი ტიპის და გამოიყენება სპამისთვის ცნობილია როგორც — სპლოგი (Splog).

კითხვაპასუხზე დაფუძნებული ბლოგი

კითხვა პასუხზე დაფუძნებული ბლოგი პასუხობს შეკითხვებზე. შეკითხვები შეიძლება გაიგზავნოს მკითხველის მიერ ფოსტის, კომენტარის, ტელეფონის ან სხვა კომუნიკაციის საშუალებით. ქლოგი (Qlog) გამოიყენება პოდკასტებში თვალსაჩინოებისთვის ან ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებისთვის. ბევრი ქლოგი იყენებს RSSსინდიკაციას როგორც კითხვებზე გაცემული პასუხების გამოქვეყნების საშუალებას.

 

ბლოგსაზოგადოებები და დირექტორიები?>

არსებობს რამდენიმე ონლაინ გაერთიანება რომლებიც აკავშირებს ხალხს ბლოგებთან და ბლოგერებს სხვა ბლოგერებთან. ასეთებია BlogCatalog და MyBlogLog.

ბლოგი და რეკლამა

ბლოგებზე ხშირია რეკლამის დამატების შესაძლებლობის არსებობა, ან ფინანსური მოგების მიღების მიზნით და ან ბლოგერის ინტერესების გამო. ბლოგების პუპულარობამ განაპირობა „მცდარი (მატყუარა) ბლოგების“ შექმნა, რომლებსაც კომპანიები იყენებენ მარკეტინგული ღონისძიებების გასატარებლად.

რა არის ბლოგოსფერო?

ბლოგოსფერო არის ყველა არსებული ბლოგის კრებითი სახელი. რახან ყველა ბლოგი არსებობს ინტერნეტ სივრცეში, ისინი შესაძლოა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული სისტემა ან სოციალური ქსელი. „ბლოგოსფეროში წარმართული“ განხილვები მედიის მიერ მიჩნეულია, როგორც საზოგადოებრივი აზრი. ლოკალური ბლოგების კრებულს ხანდახანს ეძახიან (ბლოგობა?) Bloghood-ს.

რომელია მსოფლიოს საუკეთესო ბლოგები?

http://prschool.wordpress.com/tag/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

სტატისტიკა.

როგორ შევქმნათ ბლოგი?

ბლოგის შექმნა ძალიან ადვილია, ამისთვის საკმარისია დარეგისტრირდეთ რომელიმე უფასო ბლოგ-პლატფორმაზე. მაგალითად, blogger.com ან  wordpess.com -ზე. შესაბამისი მონაცემების შევსების შემდეგ, თქვენი ბლოგი თითქმის მზად იქნება. დარჩება მხოლოდ მისი ინფორმაციით შევსება.
იმ სიმარტივის გამო, რომლითაც შესაძლებელია ბლოგის დარეგისტრირება, ხშირად იგნორირებულია მთავარი – ბლოგის ხარისხი. ბლოგში ინფორმაციის განსათავსებლად არ არსებობს არანაირი შეზღუდვები ან წესები, არ არსებობს ბლოგის შეფასების რაიმე საყოველთაოდ მიღებული სტანდარტი, არც ვინმე რედაქტორი, რომელიც გამოქვეყნებული მასალის ხარისხს შეაფასებს. ნებისმიერ ბლოგერს შეუძლია გამოაქვეყნოს ის, რაც მას სურს. შესაბამისად, ბლოგერი თავად აგებს პასუხს იმაზე, რასაც აქვეყნებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან. მაგრამ მაინც არსებობს ბლოგის შეფასების ერთი უტყუარი მექანიზმი – მისი პოპულარობა, ანუ მკითხველთა რაოდენობა. და მაინც ერთი პატარა რჩევა ბლოგერებს, წერეთ მოკლედ, ადამიანებს არ უყვართ მონიტორზე გრძელი ტექსტის კითხვა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: