მოკალი დრო…

15 დეკ

ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკაზე. ჩემი სტუდენტური ცხოვრება არც ისე წარმატებულად დაიწყო და არც ეხლა გრძელდება სახარბიელოდ. სტრაუსივით ვარ, მგონია თუ მე ვერ ვხედავ ისინიც ვერ მხედავენ და ამ შემთხვევაში მხოლოდ პრობლემებს არ ვგულისხმობ. დღემდე პატიოსნად ვატარებ CSM–ის უჩინმაჩინის სტატუს და სიმართლე გითხრათ, კმაყოფილიც ვარ, ეს თავიდანვე ჩემი სტრატეგია იყო.
სირთულეები ყოველთვის მაშინებდა, ადამიანებთან ურთიერთობა კი ჩემი სირთულეების სიაში საპატიო მეორე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ ადამიანებთან არ კონტაქტობ ჩნდება თავისუფალი დრო. საზოგადოებრივი ურთიერთობის პრაქტიკას არ ვფლობ თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევაა სადაც თეორიაში მყარ ოთხიანზე ვარ. ზემოაღნიშნულ თავისუფალ დროს დაკვირვებებში ვატარებ. აღმოჩნდა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში საინტერესო პერსონაჟები ცოცხლობენ, მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ: ყველა ამბობს რომ ძალიან მეგობრული და თბილია თუმცა ყოველი მათგანი მხოლოდ თავის ორეულთან მეგობრობს, ამიტომ ჩამოყალიბდა ჯგუფები და ჩვენი კურსის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ამ ჯგუფების რაოდენობამ მოსალოდნელს ბევრად გადააჭარბა.მათი მანდრაა: „დაამსხვრიე ერთი სტერეოტიპი მეორეთი“. გასაკვირი ის არის, რომ ეს ძალიან კარგად გამოსდით.
ჯერჯერობით გაურკვევლობაში ვარ, ვეძებ ჩემს ადგილს კავკასიის უნივერსიტეტში, ალბათ ისევე როგორც ყველა ეძებს საკუთარ ადგილს საერთოდ ცხოვრებაში.
ალბათ მთავარია დაიწყო და ბოლოს იმ დონემდე მიდიხარ რომ თითები კლავიატურას ეწეპება და თუმცა ხვდები, რომ უკვე სისულელეებს როშავ, ვეღარ ეშვები….:P

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: