რატომ ეტანებიან სასმელს?

17 Dec

ქეთა მიქიაშვილი,სოფო კობაიძე,თეონა ნოზაძე

რატომ სვამენ ალკოჰოლს?

ალკოჰოლი არის სასმელი,რომელიც კეთდება ხორბლეულისგან.ეთილის სპირტი, რომელიც არის უფერო სითხე, აქვს სპეციფიური გემო და სუნი.იგი წყალში ზავდება ნებისმიერი თანაფარდობით.ალკოჰოლი მოქმედებს ადამიანის ყველა ორგანოზე. ის წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტს, რომელიც სწრაფად გადადის სისხლში .იშლება ღვიძლში,მაგრამ ის მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ალკოჰოლის დაშლას ახერხებს.

თინეიჯერები ,ისევე როგორც მოზარდები, სვამენ ალკოჰოლს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. 

საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგად მივიღეთ სხვადასხვაგვარი პასუხი კითხვაზე,თუ რატომ სვამენ ალკოჰოლურ სასმელს.შედეგები ასეთი იყო:

განტვირთვისთვის 20%

მოსწონთ გემო 51%

თავს გრძნობენ თავისუფლად 12%

დასათრობად 12%

ყველა სვამს და იმიტომ 5%

პრობლემების დასავიწყებლად 0%

მთვრალი მსახიობები და ჩაშლილი სპეკტაკლი

გორის თეატრის მსახიობები

გორის თეატრში სპექტაკლი ჩაიშალა. ამის მიზეზი არც მეტი არც ნაკლები მთვრალი მსახიობების მისვლა გახდა.

„ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ერთ-ერთი მსახიობი გახლავთ ნასვამი და შესაბამისად, სპექტაკლი არ იქნება” – განუცხადა გორის თეატრის მცირე დარბაზში შეკრებილ სულ რამდენიმე მაყურებელს სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ, რომელიც თვითმიხლველების თქმით, თვითონაც ნასვამი იყო.

ამ ინფორმაციით დაინტერესდა ,,ქართლის ხმა” და  გორის თეატრის ადმინისტრაციას მიმართა. თეატრის მმართველმა, ნოდარ მდინარიძემ, დაადასტურა მსახიობის ნასვამობის ფაქტი და სპექტაკლის ჩაშლის აუცილებლობა.

,,მე სანამ ვიქნები გორის თეატრის მმართველივერცერთი მსახიობი ვერ მოვა ნასვამიხოლო თუ კი ასეთი რამ მოხდებაარ დარჩება დაუსჯელიმე ჩემი თვალით ვნახე და თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობშესაბამისადმივიღეთ ზომები და  მსახიობი ,ზურაბ თედელურირომელიც არის ახალგაზრდავადაზე ადრე გავუშვით გორის თეატრიდან” – ამბობს თეატრის მმართველი.

გიორგი მელქაძე ,21წლის

 

გიორგი გაიზარდა ისეთ ადგილას ,სადაც თითქმის ყველა ოჯახის წევრი სვამდა.დაახლოებით 7 თვის წინ შეხვდა გოგოს.შეამჩნია,რომ ყოველთვის უთანხმოება მოსდიოდათ,როდესაც გოგონა სვამდა.ელენე შეჰპირდა,რომ თავს დაანებებდა  სასმელს.ცოთა ხნის შემდეგ ისევ დათვრა,როდესაც გიორგის დედა სამადლობელოდ ჩამოვიდა ქალაქში.გიოს სამსახურში ეჩქარებოდა,ამიტომ თავისი შეყვარებული დედამისთან დატოვა.იმედოვნებდა რომ,როგორმე გაერთობოდნენ,ილაპარაკებდნენ .გოგონა ისე დათვრა,რომ დედამისთან შელაპარაკება მოუვიდა.

ამ ყველაფრის შემდეგ ელენემ კიდევ დალია.გიორგიმ ულტიმატუმი წაუყენა,თუ არ შეეშვებოდა ,მიატოვებდა.არც ამ ცდამ გამოიღო  შედეგი.გოგონა ვერ ანებებდა სასმელს თავს.

„ერთი ორი კათხა ლუდი ან ჭიქა ღვინო ბევრ ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს. მაგრამ დაფიქრდით რამდენი უსიამოვნება შეიძლება მოჰყვეს ამას. დავიწყოთ იმით, რომ ამაში ხარჯავთ ფულს და დროს, რომელიც შეგიძლიათ უფრო სასიამოვნოდ დახარჯოთ.ამას გარდა ზიანს მიაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას და ადამაინებთან ურთიერთობას”-ამბობს გიორგი.

გამოკითხვის შედეგად მივიღეთ რმდენიმე მიზეზი,რის გამოც ხდებიან დამოკიდებულნი სასმელზე.

როდის ხდება ადამიანი  სასმელზე დამოკიდებული?

1.როდესაც გჭირდება მეტი სასმელი ,რომ იგრძნო ეფექტი

2.ფსიქოლოგიური დამოკიდებულება (სურვილი ალკოჰოლის)

3.გამოიყენო ალკოჰოლი პრობლემების დასავიწყებლად.

4.წარუმატებელი ცდები ,რომ გააკონტროლო სმა.

5.მიეტანო ალკოჰოლს ძალიან ხშირად .

6.გააგრძელო სმა ,იმ შემთხვევაშიც როცა იცი ,რომ ეს საზიანოა შენთვის.

 

ანი  ალკოჰოლიკი იყო!გადაწყვიტა სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ სენისგან.ძალიან უყვარდა დალევა,მის გარეშე  ცხოვრება თითქმის შეუძლებელიც იყო.კვირაში 7 დღე,დღეში 24 საათი შეეძლო დაელია,დამოკიდებული იყო სასმელზე,მაგრამ ამ ყველაფერმა კარგი არაფერი მოუტანა.თავისი მშობლების და მეგობრების დახმარებით  გადაეჩვია.სვამს ,მაგრამ ზომიერად,ისე როგორც ყველა ნორმალური ადამიანი.

ეფექტები,რომელსაც იწვევს ალკოჰოლი

1.აღქმა,შეცნობა,გაგება.

2.ემოციები.

3.მოძრაობა.

4.ხედვა.

5.სმენა.

6. სიმთვრალე.

ალექსი შამუგია ,18 წლის

ალექსი სმის დროს თავს გრძნობს საოცრად.შეუძლია თამამად ესაუბროს ხალხს( განსაკუთრებით გოგოებს) შიშისა და კომპლესების გარეშე.გააკეთოს ფიზიკური საქმე ბევრად მარტივად.არ იცის რატომ ან რისი ბრალია,მაგრამ როცა სვამს ხდება ადამიანი,როგორიც უნდა რომ იყო ს ფხიზელ მდგომარეობაში.ძალიან უნდა ეს ყველაფერი გაააკეთოს ,მაშინ როცა მთვრალი არ არის,მაგრამ არ გამოსდის.

ალკოჰოლის  დადებითი და უარყოფითი მხარები.

დადებითია,როცა სვამ,ბევრად მარტივად გეჩვენება ყველაფერი,თავისუფლად ლაპარაკობ და დაღლილობასაც ნაკლებად გრძნობ.კვლევებმა გვიჩვენა,რომ სასმელს ასევე შეუძლია საზოგადოების კონტაქტში შეყვანა.

უარყოფითი მხარე ბევრად აჭარბებს დადებითს.

ალკოჰოლის მოხმარება იწვევს რისკს,იზრდება დაავადებების რიცხვი.

ჯანმრთელობის მოშლა,ძილიანობის უწესრიგობა,კიბო,გილის პრობლემები,აგრესია.

დაახლოებით 40 % იჩენს აგრესიას ალკოჰოლის ზემოქმედების დროს.

ასევე სასმელი დიდ როლს თამაშობს ტრანსპორტირებაზე.წესების დარღვევა,ავარიები.

 

 სტატისტიკური მონაცემები წლების მიხედვით

მსოფლიო მასშტაბის სტატისტიკური მონაცემები წლების მიხედვით

ირენა ინასარიძე 23 წლის

ძალიან მიყვარს სასმელი.ვსვამ იმიტომ ,რომ მომწონს პროცესი.სასმელებიდან უფრო ღვინოს ვანიჭებ უპირატესობას.დაახლოებით 17 წლიდან ვსვამ.

„ზოგიერთ ადამაინს აქვს სერიოზული პრობლემები ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. თუმცა სხვაგვარადაც ხდება. ,,ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც ალკოჰოლს სტრესულ სიტუაციაში მიმართავს. არიან ისეთებიც, რომლებიც ბლომად სვამენ, მაგრამ ერთი-ორი ჭი­ქის შემდეგ თავის შეკავება შეუძლიათ“-ამბობს ირენა.

10 მიზეზი თუ რატომ არ უნდა დავლიოთ ალკოჰოლი,ანუ ალკოჰოლიზმის თანმხლები დაავადებები!

1.გონებრივი არეულობა(რამდენიმე ჭიქამ შეიძლება გამოიწვიოს ბუნდოვანი ხედვა,ნელი რეაქციები,შესუსტებული მეხსიერება,

2.სერიოზული ქრონიკული დაავადებები(წნევა,პანკრეატიტი)

3.“პახმელიები“ ( ჩნდება დალევის შემდეგ.ახასიათებს დაღლა,თავის ტკივილი,გულისრევა,ჩქარი პულსი)

4.კიბო(გრძელვადიანი დალევა იწვევს კიბოს)

5.დეფექტები დაბადებისას(ფეხმძიმე ქალმა არ უნდა დალიოს ,თორემ ბავშვი შეიძლება დეფექტიანი დაიბადოს)

6.დაზიანებები(ნასვამი ადამიანი ხდება ზოგჯერ აგრესიული და  საკუთარი თავისთვის ზიანის მომტანია )

7.დამოკიდებულება

8.ცარიელი კალორიები

9.ღარიბი და ცუდი ცხოვრების ხარისხი

10.სიკვდილი

 

მთვრალი ბიჭი მაღაზიაში 

სურათზე მოცემულია თუ რომელი დანაშაული ან დაავადება ვრცელდება მსოფლიოში ყველაზე ხშირად

ალკოჰოლი საზიანოა

 სტუდენტების აზრი სასმელზე

მთვრალი კაცი კვეთს ქუჩას


 

 მთვრალი ქალი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: