ფენ შუი-შეცვალე შენი ცხოვრება უკეთესობისკენ!

18 Dec

ნია ჩინაშვილი,თაკო კვაჭანტირაძე

ინი და იანი

დიდი ხნის წინ გამიჩნდა სურვილი რომ შემეცვალა საკუთარი ცხოვრება,მინდოდა არ ყოფილიყო ისეთივე ერთფეროვანი, როგორც იყო დაახლოებით 20 წლის განმავლობაში,რა არ ვცადე,რა ტრენინგზე არ ვიყავი,რომლებიც გვპირდებოდნენ რომ გავხდებოდით ბედნიერები,მილიონერები და ა.შ,მაგრამ შედეგი, რა თქმა უნდა,არცერთმა არ გამოიღო,ბოლოს მაღაზიაში წავაწყდი რუსულ წიგნს “ფენ-შუი”.სიმართლე გითხრათ,არ ვიცოდი რაზე იყო  წიგნი,ან რას ნიშნავდა ეს სიტყვა,უბრალოდ წითელი ფერის ყდამ მიმიზიდა და ვიყიდე.წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე გამეთვალისწინებინა ყველა რჩევა, რაც წიგნში იყო და ჰოი საოცრებავ,მოხდა ის რასაც დიდი ხანი ველოდი,ველოდი სიყვარულს,მაგრამ არ ჩანდა..გარეგნობას არასდროს ვუჩიოდი,თუმცა არავინ არ მიყურებდა,არავის არ ვუყვარდი,მეგონა შინაბერა მოვკვდები,მაგრამ ვიპოვნე სიყვარული,ახლა ორი უსაყვარლესი შვილი მყავს,ეს ყველაფერი ფენ-შუის და მისი რჩევების დამსახურებაა,ახლა ვარდისფერი კვარცი ყველგან თან დამაქვს,ერთ-ერთი პირველი რჩევის გათვალისწინება სწორედ მისი ყიდვა იყო,ამბობს ნინო პაიჭაძე,რომელიც ახლა 45 წლისაა..

 

რა არის ფენ-შუი?

საინტერესოა,თუ რა არის ფენ-შუი,რომელმაც ასე ძირფესვიანად შეცვალა ნინო პაიჭაძის ცხოვრება. ფენ-შუი ძველი აღმოსავლური ხელოვნებაა და ნიშნავს ქარს და წყალს.ქარსაც და წყალსაც უდიდესი ენერგია აქვს, რაც დადებითი აურით ავსებს ადამიანს. ფენ-შუი ნიშნავს ცხოვრების ძირითადი ელემენტების (ყველაფერი, რაც გარს გვაკრავს) მოწესრიგებას ოპტიმალური და ჰარმონიული ენერგიის (წყლისა და ჰაერის მსგავსი) ნაკადის შესაქმნელად. ენერგიების გააქტიურებით საკუთარ საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ენერგეტიკული დასტაბილურება და ჰარმონიზაცია შეიძლება,თუმცა ნებისმიერი რამის “ბრმად” გამოყენებამ შეიძლება ნეგატიურ დასასრულამდეც მიგვიყვანოს,ასეთ ნეგატიურ დასრულებამდე მიიყვანა ჩვენი შემდგომი რესპოდენტი,რომელიც გვიამბობს თავის ამბავს:

არასდროს არ მჯეროდა მსგავსი რამეების,ვერ წარმოვიდგენდი რომ ქვებს,მინერალებს და რაიმე სიმბოლოებს შეეძლო ზეგავლენა მოეხდინათ ადამიანებზე.ვიყიდე ჩინური მონეტა,თავში კი ერთი აზრი მქონდა,სისულელეა,მაგრამ ჩემი რა მიდის,მეგდოს ჯიბეში-მეთქი..ჯიბეში კი არა, აღმოსავლეთ მხარეს მივაგდე და დავივიწყე,გავიდა 1თვე და ლამის გავკოტრდი,წავაგე ფული კაზინოში,გამქურდეს,მოკლედ,ყველანაირი უბედურება მე დამემართა,ერთ დღესაც მონეტა ვიპოვნე და მივხვდი რომ ყველაფერი ეს მისგან იყო გამოწვეული,მისი დადება აღმოსავლეთ კუთხეში ხომ დაუშვებელია,ავიღე,პატიება ვთხოვე და მას შემდეგ ბედნიერად ვგრძნობ თავს,კაზინოშიც აღარ შევსულვარ.

როგორც ხედავთ,ყველა სიმბოლოს,ფერს, თავისი დატვირთვა აქვს და მისი აასწორი გამოყენება შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ადამიანისთვის,ამიტომ უნდა გაითვალისწინო ყიდვის დროს,თუ რისთვის გინდა,სად უნდა მოთავსდეს…

 

სიმბოლოები:

ვარდისფერი კვარცი

 

არდისფერი კვარცი-სიყვარულის მომტანი მინერალი,სასურველია იყიდოთ დაუმუშავებელი და ყოველთვის იქონიოთ თან…

 

 

ჩინური მონეტა

 

ჩინური მონეტა-მუდმივი მაღალი შემოსავლისთვის,სამი მონეტა უნდა დაიდოს სახლის,ოფისის ან ნებისმიერი დაწესებულების შემოსასვლელის ხალიჩის ქვეშ.თუ აგროვებთ ყულაბით ფულს,აუცილებელია ყულაბა დადოთ დასავლეთ მხარეს და მოათავსოთ შიგნით ერთი ცალი ჩინური მონეტა..ერთიც კი ატარეთ მუდამ საფულით…

 

 

ქარის მუსი

 

 

არის მუსიკა-ანადგურებს წარუმატებლობას და ნეგატიურ ენერგიას (არ განათავსოთ საძინებელსა და კაბინეტში)

 <<==ქარის მუსიკა და ბუნება

 

 

მაღაზია "ლინ-დაოს" მდებარეობა

 

ამ სიმბოლოების შეძენა თბილისშიც არის შესაძლებელი,მაღაზია “ლინ-დაოში”,რომელიც მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების გადაკვეთის კუთხეში,ოპერის მოპირდაპირე მხარეს. იხ.ვიდეო

 

 

ფენ-შუის წინა საახალწლო რჩევები:

31 დეკემბერი (ჩინური კალენდარით 23 იანვარი):

  • ამ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ყველა ქმედებას.ყურადღება გაამახვილეთ თუ რას იტყვით, გააკეთებთ, ვის შეხვდებით ,რა განწყობაზე იქნებით.
  • გამოეწყვეთ სრულიად ახალ ტანისამოსში,უმჯობესია იყოს წითელი,რადგან ბედნიერებას და სიმხიარულეს შეგძენთ.მოერიდეთ თეთრ ან შავ ტანისამოსს.
  • ნუ დაისველებთ თმას,ნუ დაასუფთავებთ სახლს,რადგან წყალმა შეიძლება თქვენი იღბალი წაიღოს,ხოლო დასუფთავებისას სანაგვე ყუთში აღმოჩნდეს.
  • აჩუქეთ მცირე თანხა ( იღბლიანი კუპიურები) წითელ კოვნერტში ბავშვებს და დასაოჯახებელ მეგობრებს.

გამოიყენეთ ეს რჩევები და გველეშაპის წელი წარმატებული აღმოჩნდება.

 

ფენ-შუი საქართველოში

აგრეთვე დავინტერესდით,თუ რამდენად ერკვევა საქართველოს მოსახლეობა ამ საკითხში და გაითვალისწინებენ თუ არა რჩევებს,თუნდაც წინასაახალწლოს,რაც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვიდეოში:

 

და ბოლოს ჩინური იგავი

გზაზე მიმავალ ჩინელ ბრძენს წყალი მოსწყურდა. ერთ-ერთ ღარიბულ ქოხთან შეჩერდა და იქვე მჯდომ ახალგაზრდა კაცს წყალი სთხოვა. ახალგაზრდამ გატეხილი ფიალით წყალი გამოუტანა, რომელშიც ჩალის ღერო იდო. ბრძენმა ჩალის ღეროთი წყალი წვალებით დალია და ახალგაზრდას უთხრა: _ რახან წყალი დამალევინე, მე შენ ფენ-შუის ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, თუ როგორ მოაწყო შენი სახლი, რომ გამდიდრდე. ბრძენმა ახალგაზრდას საიდუმლო გაანდო და გზა გააგრძელა. ერთი წლის შემდეგ მოხუცი ბრძენი ისევ მოხვდა იმ ადგილას და ღარიბული ქოხის ნაცვლად განათებული სასახლე იხილა. სასახლის კართან კი ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი იდგა. _ გამარჯობა, – უთხრა ბრძენმა ახალგაზრდას: – ვხედავ, რომ გამდიდრებულხარ. – ოოო, ეს თქვენ ხართ, – გაიბადრა ახალგაზრდა: – თქვენი ძალიან მადლიერი ვარ. ზუსტად ისე გავაკეთე, როგორ მასწავლეთ და როგორც ხედავთ გავმდიდრდი, ცოლი შევირთე, მემკვიდრეც მეყოლა და საერთოდ ჩემი საქმეები უკეთესობისკენ შეიცვალა. ბრძენი შეცბუნდა: – კი, მაგრამ მე ხომ ყველაფერი უკუღმა გასწავლე, რადგან წყალი გატეხილი ფიალით გამომიტანე, თანაც შიგ ჩალის ღერო იდო, რომლითაც ძლივს დავლიე წყალი. ახალგაზრდამ გაიღიმა: – მე წყალი იმ ჭურჭლით გამოგიტანეთ, რაც გამაჩნდა. ჩალის ღერო კი იმიტომ ჩავდე, რომ წყალი ძალიან ცივი იყო და ნელ-ნელა დაგელიათ, რათა ყელი არ გაგციებოდათ.

ასე რომ, თქვენგან გაცემულ სიკეთეს, თუნდაც ის სხვა ადამიანებმა ვერ დაინახონ და დააფასონ, აუცილებლად დააფასებს კოსმოსი და სანაცვლოდ იგივეს მოგაგებთ.

One Response to “ფენ შუი-შეცვალე შენი ცხოვრება უკეთესობისკენ!”

Trackbacks/Pingbacks

  1. ფენ-შუი | Nataly's Blog - August 25, 2013

    […]   […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: