ადამიანის უფლებები

25 Dec

მელი დონაძე

ადამიანის უფლებები

ყველა ინდივიდს დაბადებიდან ენიჭება უფლებები და ძირითადი თავისუფლებები და ისინი თანასწორნი არიან ამ უფლებებით ერთმანეთის წინაშე. ხოლო უშუალოდ ტერმინი ადამიანის უფლებები – კონცეფციაა ადამიანის უნივერსალურ უფლებათა, ან სტატუსის შესახებ. იურიდიულად ადამიანის უფლებები განისაზღვრება საერთაშორისო კანონითა და კონვენციებით, შემდეგ კი მრავალი სახელმწიფოს კანონებით.
ადამიანის უფლებათა სამი კატეგორია არსებობს: 1) სამოქალაქო უფლებები– მოიცავს ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების უფლებას, სიტყვის, აზრის გამოხატვის თავისუფლებას; სინდისის, მრწამსის და რელიგიის თავისუფლებას; საკუთრების ფლობის უფლებას; მშვიდობიანი შეკრებების უფლებას და ა.შ. 2)პოლიტიკური უფლებები– მოიცავს ადამიანის პოლიტიკურ პროცესებში და სახელმწიფოს საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას; ადამიანის აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებას; სამართლიანი სასამართლოს უფლებას და სხვა. 3) ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები– მოიცავს ადამიანის უფლებას, იყოს დაცული ძალადობისა და სხვა სასტიკი არაადამიანური მოპყრობისაგან; ადამიანის თავისუფალი შრომის უფლებას; ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, ადამიანის უფლებას ისარგებლოს ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტებით, აგრეთვე მოიცავს ადამიანის უფლებას – მიიღოს განათლება , მონაწილეობდეს კულტურულ ცხოვრებაში.
როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე მნიშვნელოვანია განვიხილოთ აგრეთვე პოზიტიური და ნეგატიური უფლებები. პოზიტიური უფლებები მოითხოვს ინდივიდის განსაზღვრულ ქცევას, იგი მოიცავს ეკონომიკური კეთილდღეობის, ჯანმრთელობის, განათლების და კულტურული უფლებების გარკვეულ დონეს. ნეგატიური უფლებები მოიცავს ინდივიდების ან ჯგუფების საჩივრების გამოთქმის უფლებას მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების წინააღმდეგ . სიტყვის,რელიგიის,პრესის თავისუფლება წარმოადგენს ნეგატიური უფლების მაგალითს. ამ უფლებების ცოდნა მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდისთვის, რომ არ მოხდეს მისი უფლებების ხელყოფა.
როგორც თავიდანვე ავღნიშნეთ ადამიანის უფლებები წარმოადგენს ფუნდამენტურ პრივილეგიას და ის დაბადებიდან მიენიჭება ინდივიდს. ადამიანის უფლებები ეს ის ფენომენია, რომელიც მნიშვნელოვანია და მომგებიანი თითოეული ინდივიდისთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: