ქუთაისის ტორპედო

27 Dec

საფეხბურთ გუნდი “ქუთაისის ტორპედო” 1946 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო 1949 წელს კი იმდროინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 1957 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი ლოკომოტივი, რომლის მწვრთნელადაც დაინიშნა ანდრო ჟორდანია. იმის გამო რომ “ლოკომოტივის” ქალაქურმა საბჭომ ვერ შეძლო გუნდის თბილისიდან მართვა ქუთაისის ხელმძღვანელობამ ეს გუნდი საავტომობილო ქარხანას გადასცა და მას “ტორპედო” დაერქვა მთავარ მწვრთნელად კი გ.ანთაძე დაინიშნა.
1959 წელს ქუთაისელებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართეს შვედეთის, ქალაქ სუნდვალის გუნდთან, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით 3–0 დასრულდა. ამის შემდეგ ქუთაისის ტორპედო აქტიურად ჩაერთო ამხანაგურ შეხვედრებში 1959 წლის 5 ივლის ქუთაისელებს დანიის “ალიანსენი” ეწვია დიდი უპირატესობის გამო თამაში 3–3 დასრულდა, ხოლო ამავე წლის 4 ნოემბერს მესამე საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ქუთაისელები ფინეთის “ჰალოსეურას” დაუპირისპირდა და 3–0 გაანადგურა. ამ წელს საერთაშორისო ჩემპიონატში ტორპედომ 6 ადგილი დაიკავა.
1960 წლიდან ტორპედო გამოდის ‘ბ” ლიგის გათამაშებაში . ქუთაისელებმა მშვენივრად ჩაატარეს ეს სეზონი და 47 ქულით მათ პირველი ადგილი დაიკავეს, მათ 12 ქულით მეორე ადგილზე გასულ “ლენინაბადის დინამოს” გაუსწრეს. ამ გამარჯვებით ქუთაისელების რეიტინგი საგრძნობლად აიწია. 1960 წელს “ტორპედო” ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში პირველ გასვლით შეხვედრებს მართავს. ისინი 23 აგვისტოს დაუპირისპირდნენ ავღანეთის საუკეტესო გუნდს “არიანს”, რომლის შემდეგაც ქუთაისელებმა ძალზედ რთული თამაშის შემდეგ 6–4 გაიმარჯვეს, 26 აგვისტოს ქუთაისელებმა ქაბულის ” მოარეფი” დაამარცხეს 6–2 , ავღანური ტურნეს მესამე მატჩში კი ქუთაისელებმა “პოხანტუმი” 6–1 გაანადგურა. აღსანიშნავი ისაა რომ ქუთაისელებმა ავღანურ ტურნეში არც ერთ თამაში 6 გოლზე ნაკლები არ გაუტანია.
1962 წელს 2 მაისს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ქუთაისის “ტორპედო” საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის სასტარტო მატჩში მოსკოვის “ტორპედო” დაუპირისპირდა. წინა დღით ქუთაისელთა დუბლებმა მოსკოველთა მეორე გუნდი 5:1 გაანადგურეს. ახალგაზრდების შემართება ძირითად გუნდსაც გადაედო და ქართველმა ფეხბურთელებმა გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს – 4:2. “ტორპედოს” კარგი დებიუტი გამოუვიდა, მაგრამ ასპარეზობა ასევე წარმატებულად ვეღარ განაგრძო და საბოლოოდ მე-15 ადგილს დასჯერდა. თუმცა, ქუთათურებმა უკან ჩამოიტოვეს საკმაოდ ცნობილი გუნდები: ლენინგრადის “დინამო”, მინსკის “დინამო” და “კრილია სოვეტოვი”, რომლებსაც “ა” კლასში ასპარეზობის საკმაო გამოცდილება გააჩნდათ. საყურედღებოა, რომ ქუთაისელებმა სანიმუშო სათამაშო დისციპლინისთვის გაზეთ “სოვეტსკი სპორტისგან” მიიღეს პრიზი “სამართლიანი თამაშისთვის”. 1962 წლის 6 ივლისს ქუთაისს საერთასორისო ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად სტუმრად ეწვია რუმინეთის “პროგრესული”. საინტერესო შეხვედრა “ტორპედოს” გამარჯვებით დასრულდა -2:0. 1962 წლის საფეხბურთო სეზონის დასრულების სემდეგ ქუთაისის “ტორპედო” ირანში გაემგზავრა და იქ სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ქუთაისელებმა 3:0 დაამარცხეს “ტადჯი”, 1:0 მოუგეხ თეირანის “შაჰინს” და 1:2 დამარცხდნენ “დარაისთან”.1963 წლის სეზონში “ტორპედო” არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა: 15 აპრილს ქუთათურებმა თბილისის “დინამოს” უმასპინძლეს. ამ მატჩის სანახავად ქალაქის სტადიონზე 40 000 (!!!)კაცზე მეტი მივიდა. ეს ციფრი დღესაც ქუთაისის ცენრტალური სტადიონისთვის სარეკორდო რიცხვად ითვლება. საინტერესო მატჩი დამთავრდა ფრედ – 0:0. საყურადღებოა, რომ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა წარმატებით ჩაატარეს “მოსკოვური” მატჩები. მოსკოვის “ცსკას” 1963 წლის ჩემპიონატში ქუთაისელებთან სეხვედრამდე თამაში არ ქონდათ წაგებული და მათი წარმატებული სერია საკუთარ მოედანზე “ტორპედოსთან” შეწყდა. ქუთათურებმა გასვლაზე დაამარცხეს არანაკლებ სახელოვანი გუნდი მოსკოვის “ლოკომოტივი”, ხოლო კიევში “დინამოს” ფრე 1:1 ითამაშეს. შეხვედრის შემდეგ კიეველმა მაყურებელმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ლამაზი, ტექნიკური ფეხბურთის დემონსტრირებით მოხიბლეს მაყურებლები. 18 აგვისტოს ჩემპიონატის მორიგ მატჩში ავტოქარხნელებმა 1:0 დაამარცხეს გათამასების ლიდერი მოსკოვის “დინამო” და საბოლოოდ განამტკიცეს აზრი, რომ ქუთაისის “ტორპედო” მოსკოვური გუნდებისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს წარმოადგენდა. 1963 წლის სეზონი მე-12-ე ადგილზე დაამთავრეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა და მათ საყოველთაო აღიარება ჰპოვეს საკავშირო თუ საერთაშორისო სარბიელზე. სეზონის დასასრულს ფეხბურთის საკავშირო ფედერაციამ გამოაქვეყნა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია, სადაც მეკარეთა სამეულში ლეგენდარული ლ. იაშინის შემდეგ მეორე ნომრად დასახელებული იყო “ტორპედოს” გოლკიპერი რევაზ ურუშაძე.1963 წლის დასაწყისში ტორპედოელები საერთაშორისო შეხვედრების ჩასატარებლად ბულგარეთში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივ გუნდებთან სამი მატჩი გამართეს. ქუთაისელებმა 4:1 დაამარცხეს პლოვდივის “ლოკომოტივი”, 3:1 სძლიეს გორნაორიახოვიცას გუნდს და 0;1 დამარცხდნენ კირდჟალის “არდასთან”.1964 წლის მარტში ქუთაისის “ტორპედო” სსრკ-ს ოლიმპიურ ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით – 3:2 დასრულდა.
1964 წლის ჩემპიონატის სტარტზე ტორპედოელები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. რამაც მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენა. 25 აგვისტოს გასვლაზე ლენინგრადის “ზენიტის” დამარცხებამ “ტორპედოელებს” უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მისცა. 6 ოქტომბერს` “ტორპედომ” გათამასების ლიდერს მოსკოვის “ტორპედოს” უმასპინძლა. როგორც სტუმრებს ასევე მასპინზლებს ორი ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ. მოსკოველები გამარჯვების შემთხვევაში განიმტკიცებდნენ ლიდერის პოზიციას, ხოლო ქუთაისელებს 2 ქულის დაკარგვის შემთხვევასი არავითარი თეორიული შანსი აღარ რჩებოდათ “ა” კლასში დარჩენისთვის. ჯუმბერ ხაჟალიას მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა სანუკვარი ორი ქულა მოუტანა ქუთაისელ ფეხბურთელებს, ხოლო მოსკოველებს ეს მარცხი მოგვიანებით ჩემპიონობის დაკარგვადაც დაუჯდათ. “ტორპედომ” ამის შემდეგ გასვლაზე დაამარცხა “როსტოვი” და მოსკოვის “დინამო”, შემდეგ კი დამატებით მატჩში გორკის “ვოლგა” დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.1964 წელს საბჭოთა კავშირის ფეხბურტის ფედერაციამ გამოაქვეყნა უზლიერეს ფეხბურთელთა სია სადაც ქუთაისის ტორპედოდან 5 ფეხბურტელი იყო. 1. რევაზ ურუშაძე, 2. ლოსაბერიძე, 3.ს. კუტივაძე, 4. ხერხაძე, 5. ჩხარტიშვილი .
1965 წელს “ტორპედომ” პროგრამა მინიმუმი კვლავ შეასრულა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ჩემპიონატის დასრულებმადე სამი ტურით ადრე “ტორპედომ” გათამაშების ლიდერს კიევის “დინამოს” უმასპინძლა და ლოსაბერიზის გოლით 1:0 დაამარცხა. ქუთაისში მარცხი კიეველებსაც ჩემპიონობის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. ტორპედოელთა ასპარეზობაზე ცნობილი მიმომხილვევლი ო.სერგეევი წერდა: “რომ არსებობდეს პრიზი ჩემპიონატის ყველაზე უფრო სენსაციური შედეგისთვის, მას უსათუოდ დაიმსახურებდნენ ქუთაისელი ფეხბურთელები. სწორედ მათ წაართვეს

ფინიშზე კიეველებს ის ორი ქულა, რომელიც ოქროს მედლების დაკარგვის ფასად დაუჯდათ უკრაინელ ფეხბურთელებს. გუნდმა, რომელმაც დაამარცხა ვერცხლისას და ბრინჯაოს პრიზიორები, სუსტად ჩაატარა შეხვედრები აუტსაიდერებთან…” საკავშირო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ “ტორპედოელები” საერთაშორისო შეხვედრების ჩასატარებლად აფრიკაში გაემგზავრნენ. ქუთათურებმა 5:1 დაამარცხეს გვინეის ნაკრები, ფრედ 0:0 ითამაშეს მალის ნაკრებთან, 7:0 დაამარცხეს ნიგერიის ერთ-ერთი გუნდი, ბოლოს კი დაამარცხეს მალის ნაკრები – 1:0.
1966 წლის საფეხბურთო სეზონში გუნდმა დაიკავა მე-15 ადგილი და უკან ჩამოიტოვა ისეთი ცნობილი გუნდები როგორებიც იყვნენ მოსკოვის “ლოკომოტივი” და ლენინგრადის “ზენიტი”. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ქუთაისის სტუმრად ეწვია პოლონეთის “რუხი”. ქუთაისელებმა აღნიშნული შეხვედრა სუსტად ჩაატარეს და დამარცხდნენ – 1:2. გაზეთ “სოვეტსკი სპორტის” ინიციატივით ჩატარდა “ენძელას” თასის გათამაშება სადაც უმაღლესი ლიგის 24 გუნდი იღებდა მონაწილეობას. “ტორპედომ” აღნიშნულ გათამაშებაში ბრწყინვალედ იასპარეზა და თასის ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრასი მოსკოვის “დინამოსთან” დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.
1967 წლის ჩემპიონატი “ტორპედომ” მე-13-ე ადგილზე დაასრულა. რაც საკმაოდ კარგი შედეგი იყო ისეთი პატარა ქალაქის გუნდისთვის როგორიც ქუთაისია. სეზონის ბოლოს “ტორპედოში” აღზრდილი რ. ძოძუაშვილი მიწვეულ იქნა თბილისის “დინამოში”, მოკლე ხანში კი ქუთაისელმა ჭაბუკმა საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. 1971 წლიდან ქუთათურები 1 ლიგაში ასპარეზობდნენ. 11 წლის მანძილზე გუნდი იბრძოდა საუკეთესოთა შორის დასაბრუნებლად. მრავალწლიანი წარუმატებელი ცდის შემდეგ, 1981 წელს “ტორპედომ” 1 ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც მას უმაღლესი ლიგისკენ უხსნიდა გზას. 1987 წელს “ტორპედო” კვლავ 1 ლიგაშია. გუნდში ახალი მწვრთნელი შოთა ოქროპირაშვილი მოვიდა. გუნდში დიდი ცვლილებები მოხდა. სახელდახელოდ შეკრებილმა კოლექტივმა ვერ მოახერხა პირველ ლიგაში ადილის შენარჩუნება და კიდევ უფრო დაქვეითთდა.
ტორპედოში აღიზარდნენ უამრავი ცნობილი ფეხბურთელები რომლებიც არიან : გივი და ლევან ნოდიები, რევაზ ძოძუაშვილი, ჯემალ ხერხაძე, სულაქველიზე, საიტაშვილი, ფარულავა, ბურკაძე, კვეტაშვილი, და სხვა.
ტორპედოს ტიტულებია: საქართველოს ჩემპიონი: 2000, 2001, 2002. ვერცხლის პრიზიორი: 1999, 2003, 2005. ბრინჯაოს პრიზიორი: 1991, 1994. საქარტველოს თასი, ჩემპიონი: 1999, 2001 ფინალისტი: 2000, 2002, 2004, 2011. 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: