ევროპა თუ აზია?!

1 Jul

 ელენე ყიფიანი

რანი ვართ, საიდან მოვდივართ?!

ევროპა თუ აზია?! რანი ვართ, საიდან მოვდივართ, სად ვცხოვრობთ და რა რჯულისანი ვართ?! ალბათ ბევრ ჩვენგანს გასჩენია ეს შეკითხვა. ბევრიც დაფიქრებულა ამაზე, მათ შორის მეც. მიფიქრია: ნეტა ევროპელი ვარ თუ აზიელი?! თუ ორივე ერთად?! ჩემი ფიქრები თითქოსდა ევროპისკენ მიისწრაფის, მინდა ვიყო ევროპელი, დამოუკიდებელი, ზუსტი და მათსავით მიზანსწრაფული, მაგრამ ჩემი წეს-ჩვეულებებთან დამოკიდებულება ამის ნებას არ მაძლევს, რომ ჩემს ფიქრებს ავყვე და გავხდე ნამდვილი, ჭეშმარიტი გაევროპელებული ადამიანი. ჩემთვის რთულია დავთმო ჩემი ქვეყნის ის წეს-ჩვეულებები, რომლებიც თითქოს და აზიის ნაწილია, მისი განუყოფელი ნაწილი. ბანალური იქნება იმის მტკიცება, თუ რა ღირებულებებია ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი და რა არა. რას სცემენ ისინი პატივს და რა აქვს გათავისებული და შესისხორცებული. არ იქნება სწორი თუ შევადარებ მათ შეხედულებებს, ფიქრებს და სარწმუნოებისადმი დამოკიდებულებას, რაც ფაქტობრივად რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მე, ამ ერთ არაფრისგან და არავისგან განსხვავებულ, ჩვეულებრივ ადამიანს არ მაქვს უფლება განვსაჯო სხვა, თუ რანი არიან და რას ემსახურებიან. მე შემიძლია, რომ ვისაუბრო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე, ჩემს ფიქრებზე და ჩემს დამოკიდებულებაზე ევროპისა და აზიის მიმართ.

ჩემო ძვირფასო მკითხველო, თუ კადნიერებაში და სითავხედეში არ ჩამითვლით, მინდა ორიოდე სიტყვით გიამბოთ ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ისტორიაზე და გეოგრაფიულ მდებარეობაზე. ის რაღაც განსხვავებულ ადგილასაა, ევროპისა და აზიის გასაყარზე, სადაც ვეროპა და აზია ერთმანეთს უკავშირდება და ერთ მთლიან ევრაზიას ქმნის. სწორედ აქ ხდება ევროპული და აზიური კულტურის შერწყმა, მათი ბრძოლა ერთმანეთისგან განცალკევებაზე და გამოყოფაზე.  მხოლოდ საქართველოში უწევს ამ ორ უდიდეს კულტურას ერთმანეთთან ბრძოლა და იმის მტკიცება თუ რომელი უფრო ძველი და ძლიერია, რომელია საქართველოს კულტურის ნაწილი და ქართულ საზოგადოებას რომელი აქვს შესისხორცებული და გათავისებული. ჩვენს საზოგადოებას რომ გადავავლოთ თვალი აღმოვაჩენთ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ხალხს. ზოგს მიაჩნია, რომ არის ევროპელი, ზოგს კი პირიქით, ისინი აზიელობაზე დებენ თავს.

საუკუნეების განმავლობაში საქართველო ძალიან ბევრი დამპყრობლის ზეგავლენის ქვეშ იყო. ეს დამპყრობლები უმეტეს წილად აზიელები იყვნენ და მათი ზეგავლენაც ჩვენს კულტურაზე დიდ იყო. ისინი მიდიოდენ და მოდიოდნან, მაგრამ რჩებოდა მათი კულტურის ნაწილი ჩვენს საზოგადოებაში. ყოველი ახალი დაპყრობა ნიშნავდა ახლი კულტურული ღირებულებების გაჩენას საქართველოში. აქედან გამომდინარე კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი ერი ადვილად აღქმადია და ყველფერ კარგს და ზოგჯერ არასასურველსაც კი მალე ითვისებს და სწავლობს.

ბევრი ქართველი გამოჩენილი ისტორიკოსი თუ მწერალი ამტკიცებდა ქართველი ხალხის ევროპულობას და აზიელობას. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ ილია ჭავჭავაძე, რომელიც სულ მუდამ ამტკიცებდა ჩვენს ევროპულობას, რის გამოც იგი ჩვენმა მაშინდელმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გიჟად შერაცხა. მიუხედავად ილიას ფაქტებისა, ხალხმა ვერ დაუშვა ფიქრიც კი იმაზე, რომ შეიძლება ჩვენ ევროპელები ვიყოთ და არა აზიელები, რასაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ვამტკიცებდით.

დროის გასვლასთან ერთად იცვლება საზოგადოების მსოფლმხედველობა და მათი დამოკიდებულება ყველაფრისადმი, სწორად ასე მოხდა საქართველოშიც. ხალხში გაჩდა ფიქრი იმის თუ რანი ვართ და საიდან მოვდივართ?! ნუთუ მართლა ევროპელები ვართ და ამ აზიელობას ტყუილად ვიბრალებდით?! ალბათ გახსოვთ ზურაბ ჟვანიას სიტყვები,  რომელმაც დიდი აღფრთოვანება და სენტიმენტალიზმი გამოიწვია საზოგადოებაში „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. ამ სიტყვებმა შეძრა მთლიანად საქართველიო და მსოფლიოს გარკვეული ნაწილიც კი. ამის შემდეგ დაიწყო ღია საუბრები ჩვენს ევროპელობაზე. ამ ყველაფერს კი საქართველოს ტერიტორიაზე, მზიას და ზეზვას ( პირველი ევროპელი ადამიანები) ნეშთის აღმოჩენა ამყარებს და ათავისუფლებს ხალხს დავისგან და ფიქრისგან, რანი ვართ და საიდან მოვდივართ?! ევროპა თუ აზია?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: