Archive | დოსიე RSS feed for this section

სოციალური ქსელების უარყოფითი მხარე

4 Dec

 ელენე ყიფიანი,  მარიკო დაბრუნდაშვილი

სოციალურმა ქსელებმა დაიპყრო მთელი მსოფლიო

            სოციალური ქსელები – გასართობი საშუალება თუ უწამლო ნარკოტიკი…?!

                   კომუნიკაციის დასამყარებელი საუკეთესო საშუალება, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის, როგორც დადებითად, ისე უარყოფითად.

                    მთელს მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული სოციალური ქსელები. ისინი კომუნიკაციის დამყარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.  მათი საშუალებით, მსოფლიოს ერთი ბოლოდან, მეორე ბოლოში სულ მარტივად ხდება დაკავშირება. სოციალურმა ქსელებმა საზოგადოების ცხოვრება უფრო საინტერესო, სახალისო და ადვილად აღსაქმელი გახადა.

მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული სოციალური ქსელები

 

 

 

 

მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული მრავალი სოციალური ქსელიfacebook.comtwitter.comflicker.commyspace.com და ა.შ.  ამ საიტებზე ახალგაზრდები რეგისტრირდებიან, მათზე ათავსებენ პერსონალურ მონაცემებს, პირად ინფორმაციასა და ფოტოსურათებს. ”მეგობართა” წრეში ერთიანდებიან, ეცნობიან ერთმანეთს, ამყარებენ კავშირს ერთობლივი ინტერესების პრინციპით. ამ გაერთიანებების წევრები ჩართულნი არიან კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის განსხვავებულ ფორმებში, პერსონალური web-გვერდების, ბლოგების, სადისკუსიო ჯგუფების მეშვეობით. საზოგადოება სოციალური ქსელების საშუალებით ეცნობა მთელ მსოფლიოს.

socal-network-world-map

ზემოთ აღნიშნულ მაგალითებს თან სდევს რიგი უარყოფითი თვისებებისა და პრობლემებისა:

- საიტები იზიდავენ უამრავ მოზარდს, რომლებიც კონტაქტების დამყარების მხრივ ხშირად აკეთებენ არასწორ არჩევანს;
- მშობელთა დიდი ნაწილი, როგორც წესია, არ არის საქმის კურსში და არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რას ათავსებენ მათი შვილები საიტებზე;
- სწორედ იქ, სადაც მოზარდები აკეთებენ არასწორ არჩევანს და გულახდილად გამოხატავენ პირადულ განცდებს და შეგრძნებებს, თავს იყრიან საფრთხის მომტანი ზრდასრულები, ზოგჯერ ”სექსუალური მტაცებლებიც” კი.
მოზარდები დაუფიქრებლად ჩადიან სახიფათო და უპასუხისმგებლო ქმედებებს, რომლებიც არასასურველ შედეგს გვაძლევს:

პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელმა გამოქვეყნებამ შესაძლოა მათ მიაყენოს ზიანი. მოზარდთა უმეტესობას სამწუხაროდ არ ესმის, რომ ყველაფერი, რასაც ისინი განათავსებენ ქსელში, ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება და შესაძლებელია საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ეს ინფორმაცია, მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

 

სოციალური ქსელი VS ნარკოტიკი

- განუსაზღვრელი დროით, ქსელში ყოფნა მათ ართმევს ცხოვრების აღქმის უნარს, წყვეტს რეალობას და აკარგვინებს დღევანდელობის შეგრძნებას. ამასთანავე ხელს უშლის მათ განვითარებას და გაზრდას. სოციალური ქსელი ხდება მათი ცხოვრების მარკოტიკი.

- არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები აყალიბებენ სახიფათო გაერთიანებებს და მათში ითრევენ სხვებსაც.
- სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათია უხეშობისა და ძალადობის თაობაზე მასალების გამოქვეყნებისა და მასობრივი დაგზავნის შემთხვევები;
- არანაკლები ხიფათისმომცველია სარისკო სექსუალური ქცევისაკენ მიმართული წინადადებებისა და მოწოდებების გამოქვეყნება, რის შედეგადაც მოზარდები შეიძლება იქცნენ ”სექსუალური მტაცებლების”, ბავშვთა პორნოგრაფიის, მოზარდებთან ”სექსუალური თამაშების” მოყვარულთა მსხვერპლად.                                                                                                                                           -ხშირია შემთხვევები, როდესაც სოციალური ქსელები დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და უარყოფითად მოქმედებს.

მიუხედავად სოციალური ქსელების უარყოფითი მხარისა, მათ მსოფლიოს მაშტაბით უამრავი ადამიანი აქტიურად მოიხმარს. სოციალურ ქსელში ასაკი არ არის შეზღუდული.

დიაგრამა გამოსახავს მომხმარებელთა მაჩვენებელს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

დიაგრამა რომელის გამოსახავს მომხმარებელთა მაჩვენებელს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

 

 

 

 

 

 

 

 

აი რა შეუძლია სოციალურ ქსელს…!!!

ინტერნეტ მაღაზიები

28 Nov

 დათი ხარაიშვილი ნიკი პერკინი  

 

ყველა სახის პროდუქტის შეძენა სახლიდან გაუსვლელად

დღესდღეობით მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულია ინტერნეტ მაღაზიები (amazon.com  ebay.com   gap.com  ქართული საიტები  mymarket.ge  mybrand.ge myauto.ge და სხვა მრავალი)  საზოგადოებას დღეს აქვს ფართო არჩევანი ნებისმიერ პროდუქტზე  გააკეთოს არჩევანი მათ შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად შეიძინონ ტანსაცმელი ავტომობილი მათ მხოლოდ  პლასტიკური ბარათი ჭირდებათ და დარეგისტრირება კონკრეტულ საიტზე, ამ ყველაფრის მიუხედავად არსებობს პრობლემებიც რომელიც უკავშირდება მყიდველებს, ხშირ შემთხვევაში მათი გამოწერილი პროდუქტი ისეთი არ არის როგორიც საიტზე ჩანდა აქედან გამომდინარე  დასკვნის გაკეთებაა საჭირო რომ ინტერნეტ მაგაზიიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობის მოპოვებაა,  ხალხს ხშირად უჩნდება კითხვა სანდოა თუ არა  საიტი საიდანაც იგი პროდუქტს ყიდულობს, ამ მომენტში რისკი რა თქმა უნდა მაღალია რადგან მყიდველი საკუთარ ფულს  ინტერნეტ მაღაზიას ანდობს საიტი კი ვალდებულია უზრუნვეყოს კლიენტის მოთხოვნები დანიშნულ ადგილას ჩაიტანოს შეძენილი პროდუქტი  ეს შეძენილი პეოდუქტი კი იყო ზუსტად იგივე როგორიც სურათზე ჩანს, იყოს იგივე ზომა იგივე ხარისხი და იგივე ფერი.

არსებობს საიტები რომლებიც სარგებლობენ დადებითად კლიენტის ნდობით და 100% ამართლებენ  კლიენტის მოთხოვენბს, ასეთ ინტერნეტ მაღაზიათ შეგვიძლია ვაღიაროთ amazon.com რომელიც უკვე 1994 წლიდან ხალხის სამსახურში დგას, ასე თქვათ მას ფესვები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს გადგმული საფრანგეთში გერმანიაში ესპანეთში ინგლიში და ა.შ ეს კომპანია ყველანაერად ცდილობს გაუადვილოს მომხმარებელს საიტზე მუშაობა მაგალითად გერმანელ კლიენტს საშვალება აქვს www.amazon.de ზე შევიდეს და იქ საკუთარი ქვეყნის ენა დახვდება აქედან გამომდინარე მას შეუძლია ადვილად გაიგოს ყველა დეტალი ნებისმიერ პროდუქტზე რომელსაც იგი შეიძენს,. ალბათ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აინტერესებს როგორ ხდება პროდუქტის გამმოწერა, როგორ უნდა დარეგისტრირდეს ინნტერნეს მაღაზიის საიტზე, ამისათვის არსებობს  სასწავლო ნიმუში 

კიდევ ერთი სანიმუშო ვიდეო რომელიც დაგეხმარებათ საიტზე დარეგისტრირებაში და შენაძენის გაკეთებაში amazon.com ზე

 http://www.youtube.com/watch?v=SH03ygl6Mfc

 

 

amazon.com & ebay.com საქართველოში როგორც ვიცით დღესდღეობით საქართველოს მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ ამ საიტებით მათი თქმით ამაზონი კარგად მუშაობს და დაახლოებით ერთ თვეში შეძენილი პროდუქტი კლიენტს  სახლში კურიერი აწვდის. ამის გარდა არსებობს ebay რომელიც არაფრით ჩამოუვარდება  amazon ს ეს საიტიც ფართო მაშტაბიანია და იგივე ნდობის ფაქტორით საარგებლობს როგორც AMAZON.COM ერთი განსხვავება შეიძლება დავინახოთ რომ ამაზონზე განთავსებუი პროდუქტის უმეტესობა ახალია მაგრამ ebay ზე გაცილებით უფრო მეტია მეორადი პროდუქტები იქნება ეს ტელეფონი ტანსაცმელი თუ რაიმე სხვა

ebay რეკლამა  და უცხოელი ადამიანის საინტერესო  კომენტრი ebay სთან დაკავშირებით,   its good commercial but ebay is worse then amazon, amazon is a powerful company then ebay 

 

 

ხალხის აზრი

მასალისთვის  გამოყენებულია forum.ge 

გუგა..

ამაზონიდან ბლექბერის გამოწერა მინდა და იაფი მეჩვენება რატომღაც, რამე პრობლემა ხო არ უნდა ქონდეს? (ნახმარზე მაქვს საუბარი)

ერთს უწერია

Does not use a sim card

http://www.amazon.com/gp/offer-listing/B00…&condition=used

აი ლინკი და მირჩიეთ რა, არ მინდა ტყვილა ფულის გადაყრა. სიმ კარტას ვერ კითხულობს თუ რა პონტია?

გიო…ძაან ბევრია ბლექბერი და ვერც ერთი ვერ იმუშავებს?

როგორ უნდა მივხვდე იმუშავებს თუ არა საქართველოში.

გუგა..

ნახმარი ტელეფონის გამოწერა ამაზონიდან ძალიან სარისკოა. ვიცი შემთხვევა, ისეთი გაუბედურებული ჩამოვიდა, რომ ორი იმდენი მერე შეკეთება დაჯდა

გიო

ებაიდან უფრო არ არის სარისკო?

ანდრეი

ამაზონი ერთ–ერთი ყელაზე სანდო საიტია უბრალოდ არ არსებობს შემთხვევა სიდი ან წიგნი გამოიწერო და ზუსტად ისეთეი არ ჩამოვიდეს რაც შეეხება ტანსაცმელს შეიძლება რაგაც შეცდომა ასიდან ერთს მოუვიდეს, მათაც უნდა გაუგოთ რამდენი ადამიანი იწერს პროდუქტს ამ საიტიდან თითქმის მტელი მსოფლიო და ასეთ შემთხვევაში ადვილი არაა ყველაფრის მობილიზება

ანჩო

გეთანხმები …….

სტატისტიკა და ინფორმაციაamazon.com დაარსდა 1994 წელს დამაარსებელი ჯეფ ბესონი, კომპანიის მთავარი ფილიალი ვაშინგტონში მდებარეობს, საიტი ონლაინ სივრცეში უკვე 1995 წელს გვხვდება, ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა საიტის სახელთან დაკავშირებით ეს სახელი რა თქმა უნდა უკავშირდება ამაზონს რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი მდინარეა აქედან გამომდინარე amazon.com მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პართოდ გავრცელეუბული სავაჭრო საშვალებაა რომლის ფილიალები თითქმის მთელ მსოფლიოში მდებარეობს. თავდაპირველად ხალხს მხოლოდ პროდუქტის გამოწერა შეეძლოთ 2000 წლიდან ამაზონი აფართოვებს თავის შესაძლებლობებს და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა პროგრამების ჩამოტვირთვას იქენბა ეს მუსიკა mp3 სახით თუ უბრალოდ კინო ან რაიმე სხვა,

  • შემოსავალი     32.204 $ მილიარდი
  • ოპერაციული შემოსავალი      1.406 $ მილიარდი
  • net მოგება    1.152$ მილიარდი
  • მთლიანი აქტივები   $ 18.797 მილიარდი 
  •  სულ კაპიტალი    $6.864მილიარდი
  • დასაქმებუთა რაოდენობა   33.784

როგორც სტატისტიკიდან ჩანს amazon ს18–24 წლის ადამიანები უფრო მეტად იყენებენ ვიდრე სხვა ასაკის ხალხი მაგარმამ http://www.amazon.de –ზე ამ სტატისტიკამ აჩვენა რომ 65+ ადამიანები აქტიურად იყენებენ გერმანული ენის საიტს

 

. Key numbers for fiscal year ending December, 2010:

Sales: $34,204.0M

One year growth: 39.6%

Net income: $1,152.0M

Income growth: 27.7%

 

მომხმარებლის სტუმრობის პროცენტი  მსოფლიო მაშტაბით amazon.com ზე 

  • ქვეყნები
  • Percent of Visitors

    ყველა საიტისთვის სასიცოცხლო ელემენტი მხოლოდ ხალხის რაოდენობაა რომელიც კონკრეტულ საიტზე შედის

    United States   63.3%

  • India   3.0%
  • United Kingdom   2.5%
  • Canada   2.2%
  • Germany   1.5%
  • Japan   1.5%
  • Mexico    1.4%
  • China  1.4%
  • Australia   1.3%
  • Thailand   1.2%

 

 

 

საიტის კოორდინანტები

ვაშინგტონში მდებარე სათაო ოფისი

Amazon.com

P.O. Box 81226 Seattle,

WA 98108 US

http://www.amazon.com/contact-us

 

 

 

 

ქართული საიტები

განვითარების გზაზე მყოფი ქართულ ინტერნეტ საიტები

რაც შეეხება საქართველოს შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენც არ გვაკლია  ინტერნეტ მაღაზიები მაგრამ ამ ინტერნეტ მაგაზიების ჯგუფში ბევრი ისეთია რომელსაც  საზღვარგარეთიდან ჩამოაქვს პროდუქტი  ასევე  უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი რომ ისინი ჯერ–ჯერობით არ არინა გამოცდილები და არ აქვთ პრაქტიკა ამავდორულად ეს ინტერნეტ მაგაზიები დიდი ნდობით არ გამოირჩევიან. მაგალითისთვის ავიღოთ ერთ–ერთი ქართული ინტერნეტ მაღაზია mybrand.ge ამ საიტის მფლობელის  გაგება შეუძლებელია  მაგრამ ის ქართული საიტების ჯგუფში 27 ადგილს იკავებს, საშვალოდ ერთი კვირის განმავლობაში 221 ადამიანი შედის mybrand.ge ზე.

 

 

Mymarket.ge   mybrand.ge   freeshop.ge

freeshop.ge –ს ლოგო

marketi.ge მეორე ინტერნეტ მაღაზია საქართველოში მაგრამ შეიძელბა ითქვას წარუმატებელი ამ საიტზე კვირაში ერთი ადაიანიც კი არ შედის   მაგრამ ამის მიუხედავად არსებობენ ორგანიზაციები და დიდი სავაჭრო ცენტრები რომლებსაც აქვთ საშვალება შესთავაზონ საკუთარი პროდუქტი კლიენტს სახლში მიტანით, ეს რა თქმა უნდა დიდი პლიუსია და ერთ–ერთი გზაა განვითარებისaკენ ამის მაგალითი კი არის goodwil.ge სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სახლიდან გაუსვლელად ყველა სახის პროდუქტი იქნება ეს მზა საკვები, ჰიგიენა, სასმელები თუ სხვა რაიმე. ასევე გამოჩნდა ახალი საიტები რომლეიბიც უფრო მობილიზებულები არიან და ცდილობენ მოიპოვონ ხალხის ნდობა freeshop.ge ეს არის საიტი რომელიც გეხმარებათ გამოიწეროთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. ჩვენ დაგვაინტერესა ამ საიტმა და მაქსიმალურად ვეცადეთ ამომწურავი პასუხები თქვენამდე მოგვეტანა, შეიძლება ითქვას ამ საიტს დიდი ნდობაც აქვს მოპოვებული მიუხედავად იმისა რომ ეს ინტერნეტ მაღაზია ონლაინ სივრცეში 20010 გავიდა, საიტს ყვას ისეთი ძლიერი პარტნიორები როგორებიცაა ბანკი რესპუბლიკა, ბეკო, თიბისი ბანკი და ა.შ რა არის freeshop.ge? ახალი ცხოვრებისეული ნაბიჯი; ახალი საწყისი, ნათელი წერტილი, რომელიც მინდა რომ ყველამ დაინახოს … ჩვენი ყოველი თანამშრომლისათვის Freeshop.ge განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს, თუმცა ყველას ერთი რამ გვაერთიანებს. ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და მაქსიმუმს ვდებთ მასში. http://www.youtube.com/watch?v=uT3Hth4hAu4

თქვენი  უპირატესობები

ჩვენთან საქართველოში ყველაზე დიდი არჩევანია! • გადახდა ყველაზე მარტივია, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი გადახდის ტიპი. • საკმარისი თანხა არ გაქვთ? შეგიძლიათ შეიძინოთ განვადებით! ჩვენს მომხმარებლებს საქართველოსა და რესპუბლიკა ბანკები განვადების ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობდნენ. • ჩვენთან შეძენილ ყველა პროდუქტზე, ჩვენ გაძლევთ 1 წლიან გარანტიას! • ჩვენ ვთანამშრომლობთ ელექტროტექნიკის თითქმის ყველა იმპორტიორთან და გაწვდით ბრენდულ პროდუქტს პირდაპირ ოფიციალური დილერებიდან! • ჩვენ ყოველდღიურად ვანახლებთ ბაზებს, რათა საიტზე არსებული ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ზუსტი. • ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა თქვენ იყოთ კმაყოფილი!

 

გადამზიდი კომპანიები და მათი გამოყენების წესები

 

პირველ ხაზში უნდა ჩაწერო მიმღების სახელი და გვარი. შემდეგ გადამზიდის მისამართი, რომელიც ყოველთვის გადამზიდის ვებ-გვერდზეა ხოლმე მითითებული. შეგიძლია მეორე ხაზზეც გადაანაწილო, თუ პირველზე არ დაეტევა. მესამე გრაფაში წერ იმ ქალაქის სახელს, სადაც არის გადამზიდი. ჩემს შემთხვევაში წერია ბრუკლინი, შემდეგ წერ შტატს, საფოსტო კოდს, რომელიც ასევე წერია ყველა გადამზიდის საიტზე, ირჩევ ქვეყანას და ბოლოს უთითებ გადამზიდის ტელეფონის ნომერს. მონაცემები შეყვანილია, ალილუია! ახლა აჭერ ყვითელ ღილაკს და ყველაზე რთული ნაწილი: billing address- ში შეგიძლია მიუთითო შენი საქართველოს საცხოვრებელი სახლის მისამართი, ხოლო Shipping address- ში გადამზიდის მისამართი. გადამზიდი კომპანია ეს არის შუამავალი,რომელსაც ამერიკიდან ჩამოაქვს ამანათი. ანუ ამანათი მიდის კომპანიის ამერიკულს ოფისში, სადაც იწონება და შემდეგ იგზავნება საქართველოში, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ამანათი მოაქვს შენს სახლში კურიერს, ან თავად წამოიღებ ოფისიდან. მე გირჩევ 2 ასეთ გადამზიდს (ბაზარზე სხვა უამრავი გადამზიდი კომპანიაა), ორივე გადამზიდ კომპანიას გადავხედე ტარიფების მიხედვით და ეს ორი გადამზიდი კომპანია უფრო სასურველად მიმაჩნია რადგან შედარებით დაბალი ტარიფებია. გადაავლე თვალი ტარიფებს და მომსახურების პირობებს, შესაბამისად გააკეთე არჩევანი.

  1. http://www.bestex.ge
  2. http://www.getit.ge
  3. http://www.onex.ge

 

რატომაა გადამზიდი საჭირო ზემოთ ჩამოთვლილ  ორივე საიტზე საჭიროა რეგისტრაცია, ანუ კომპანიას უნდა ჰქონდეს შენი საკონტაქტო დეტალები. რატომაა გადამზიდი საჭირო? მოგეხსენება, მაღაზიების უმრავლესობა საქართველოში პირდაპირ არ აგზავნის ამანათს, ან აგზავნის და შეიძლება გზავნა საკმაოდ ძვირი ჯდებოდეს. ამიტომ, ესაა ძალიან მარტივი გამოსავალი. ვავსებ შიფინგის გრაფას: Ship to this address. აქ უნდა ავირჩო ამანათის მიტანის მეთოდი, როგორც ხედავ, დღეებია მითითებული, ანუ სავარაუდოდ გადამზიდამდე რამდენ დღეში მივა ამანათი. ამ ფეხსაცმელს აქვს უფასო მიტანის საშუალებაც (წითლადაა შემოხაზული). FREE Super Saver Shipping (5-8 business days) ამ მეთოდის არჩევისას სავარაუდოდ 5-8 სამუშაო დღეში მივა დანიშნულების ადგილამდე, მეორე – Standard Shipping (3-5 business days) ამ შემთხვევაში 3 დან 5 სამუშაო დღემდე დაჭირდება ამერიკის ოფისამდე მისასვლელად, მაგრამ დამატებით მომიწევს ამ მიტანის თანხის გადახდა (მაღაზიების უმეტესობა მიტანაში ფულს ითხოვს),

 

 

 

რჩევა

ეს კიდევ რამდენიმე მაღაზიის მისამართი, ზოგიერთი შეგიძლიათ თავადაც იცოდე, გამოწერის პრინციპი ყველგან ერთნაირია!!
გაითვალისწინე, რომ ერთი მაღაზიიდან გამოწერილი ამანათის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს, თორემ განბაჟება მოგიწევს. ფასში არ იგულისხმება შიფინგის ღირებულება და ტაქსი.

 

წყაროები

საბოლოო ჯამში მასალისთვის გამოყენებულია

Ge ზონა,ინტერნეტის ქართული სივრცე

27 Nov

ნია ჩინაშვილი,თაკო კვაჭანტირაძე,მერაბ გორგოძე.

ინტერნეტში ჩართული ქსელები

 

 

 

 

 

 

 

რა არის ინტერნეტი?

ინტერნეტი (Internet) არის “მსოფლიო-ქსელი”, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ “ქსელს”(The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.

 

ვინ გადადგა ქართული ინტერნეტის სივრცეში პირველი ნაბიჯები?

ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან.

 

პირველი ქართული ვებ გვერდი რომელ წელს შეიქმნა და ვინ შექმნა ის?

პირველი ქართული (ქართულ ენაზე შესრულებული) ვებ გვერდი 1996 წლის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ (ფინეთი) – ეს იყო „დედაენა“.

 

რას გვეტყოდით მეორე ქართული ვებ გვერდის შესახებ?

პირველი ქართული ვებ გვერდი რომელიც უნიკოდ კოდირებაზე იყო დაფუძნებული და ზოგადად მეორე ქართული ვებ გვერდი გახდა „შავლეგო“ დაარსებული 1996 წელს BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ.

 

ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი ვებ გვერდი რომელი გახდა?

ინტერნეტ ტექნოლოგიებისადმი და ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ვებ საითი გახდა „ქართული ვების ტიპოგრაფია“ დაარსებული 1997 წლის დასაწყისში BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ – იყენებს უნიკოდ კოდირებასა და დინამიურ ფონტებს.

 

რას გვეტყვით პირველი ქართული წარმოების  უნიკოდ ფონტებზე?

პირველი ქართული წარმოების უნიკოდ ფონტები ინტერნეტისა და ვებისათვის გახდნენ BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილის) მიერ შექმნილი BPG SanSer, BPG Classic და რენო სირაძის შექმნილი RSWWWNet.

 

საქართველოში ინტერნეტის მომხარებელთა რიცხვი რამდენია?

Internetworldstats.com_ის მიერ გამოქვეყნებულისტატისიკის მიხედვით საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ბოლო წლებში საგრძნობლად იზრდება. მათ აქვთ შედარებული 2000 წლისა და 2010 წლის მონაცემები, რომელთა შედეგებიც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე.

ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში

სამწუხაროდ დღეისათვსი არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმისა თუ რამდენი მომხმარებელი ყავს ქართულ ინტერნეტს. ეს ფაქტი განპირობებულია იმითაც რომ აბონენტს, რომელსაც ინტერნეტი გაყავს შემდგომ ხდება ამ ინტერნეტის გამნაწილებელი. ანუ ხშირად რეგისტრირდება ერთი აბონენტი, სინამდვილეში კი მომხმარებელი რამდენიმე პირია. Internetworldstats_სმონაცემებით 2010 წლისათვის საქართველოში, ინტერნეტით სარგებლობს 1.300 მილიონი ადამინი. მაგალითისათვის 2000 წელს ინტერნეტით სარგებობდა მხოლოდ 20 ათასი ადამიანი.

 

ინტერნეტტრაფიკის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მერამდენე ადგილზეა?

ინტერნეტტრაფიკის სიჩქარის მიხედვით საქართველო 51-ე ადგილზეა.

 

და რეგიონში?

რეგიონის მასშტაბით პირველზე.

 

რამდენია საქართველოში ინტერნეტის საშუალო სიჩქარე?

Net Index-ის მიხედვით საქართველოში ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 6.77 Mbps -ია. რეიტინგის ხუთეულში მოხვდნენ სამხრეთ კორეა (36,56 Mbps), ლიტვა (30,34 Mბპს), ლატვია (26,40 Mbps), შვეცია (25,14 Mbps), ნიდერლანდები (24,51 Mbps).

 

არის თუ არა ვებ გვერდები შემოსავლის წყარო,რომელიც GE დომეინზეა რეგისტრირებული?

COM-ვებგვერდები ძლიერი შემოსავლის წყაროა,ხოლო საქართველოში ეფექტური არაა,არის ქართული ალტერნატივები,თუმცა შემოსავალი ძალიან ცოტაა.

 

GE დომეინზე სოციალური ქსელის ჩართულობა არის?

COM-სხვადასხვა სოციალური ქსელის ჩართულობა,GE-მხოლოდ ფეისბუქი.

 

გამოსადეგარია თუ არა ბუქმარქინგი ჯი დომეინისთვის?

COM-სოციალური ბუქმარქინგის საიტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ვებ გვერდის პოპულარიზაციაში,ხოლო ქართული კონტენტი პოპულარულ ბუქმარქინგ საიტებში ვერასდროს მოხვდება ტოპებში,შესაბამისად,გამოუსედეგარია,თუმცა არსებობს TOP.GE რომელიც ტრაფიკის მნიშვნელოვანი წყაროა.

 

აქცევენ თუ არა ყურადღებას მიზნობრივ აუდიტორიას საქართველოში?

COM-კომპანიები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ მიზნობრივ აუდიტორიას,რაც შეეხება საქართველოს ნაკლებად აქცევენ.

 

კომპანიებს ოფიციალურ ვებ გვერდებთან ერთად თუ აქვთ კომპანიის კორპორატიული ბლოგი?

COM-კომპანიების ნაწილს ოფიციალურ ვებ გვერდთან ერთად აქვთ კომპანიის კორპორატიული ბლოგი,საქართველოში კი სულ რამდენიმეს აქვს.

 

როგორი დამოკიდებულება აქვთ ქართველებს სოციალურ ქსელებთან მიმართებაში?

ქართველების ძრითადი ნაწილი მოიხმარს სოციალური ქსელებიდან მხოლოდ ODNOKLASSNIK.RU-ს,FACEBOOK-სა და TWITTER-ს,დროის უმეტეს ნაწილსაც ისინი სოციალურ ქსელებში ატარებენ.

 

აქტიური მომხმარებლები არიან თუ არა ქართველები ბლოგსფეროსი?

დაახლოებით 2000 აქტიური ბლოგია.

 

რა თემატიკისაა ძირითადად ბლოგები?

უმრავლესობა პირადი ბლოგებია.

 

ყველაზე პოპულარული ბლოგი რომელია?

ყველაზე პოპულარულ ბლოგად SWEET.GE ბლოგი ითვლება,ისე კი უამრავი ბლოგია,მაგ: მოდის მოყვარული გოგონას ბლოგი სამედიცინო სექსოლოგიის ბლოგი ,ლიტერატურული ბლოგი და ა.შ. ყველა სახის ბლოგს შეხვდებით,პირადი ბლოგის ჩათვლით.

 

ლიტერატურული ახსენეთ,წიგნების მაღაზიებს არ აქვთ ვებ გვერდები?

პარნასი,ბიბლუსი,რომელზეც არის ყველა წიგნის სია რაც გააჩნიათ,აგრეთვე წერია ღირებულებაც და მათი გამოწერაც შეიძლება.

 

რაც შეეხება ძიებას,რომელ საძიებო სისტემებს მოიხმარენ ხშირად?

ადრე ყველა YAHOO.COM-ს მოიხმარდა,ახლა უმეტესი ნაწილი GOOGLE.COM,დანარჩენ საძიებო სისტემებს ძალიან ცოტა იყენებს.

 

რა და რა სახის ვებ გვერდებია საქართველოში?

საქართველოში თითქმის ყველანაირი სახის ვებ გვერდია,იქნება ეს მუსიკებისთვის განკუთვნილი,ფილმებისთვის,მოდასთან დაკავშირებით თუ სხვა.

 

რეიტინგის მიხედვით პირველ პოზიციაზე რა საიტია?

TOP.GE-ს მიხედვით ეს საიტია MYVIDEO.GE, ანუ ვიდეო პორტალი.

 

არსებობს თუ არა საქართველოში MYVIDEO.GE გარდა სხვა ვიდეო პორტალები?

კი,არსებობს TVALI.GE .

 

რას გვეტყოდით საინფორმაციო პორტალებზე?

არის საინფორმაციო პორტალების მრავალი არჩევანი,ეს იქნება AMBEBI.GE ,IPN.GE , PRESA.GE , MEDIA.GE  თუ სხვანი.

 

რადგან საინფორმაციო პორტალებს შევეხეთ,ჟურნალ-გაზეთების წარმოებასთან ერთად თუ აქვთ შექმნილი ვებ გვერდები?

კი,ასეთია თუნდაც LIBERALI.GE .

 

და ქართულ ტელევიზიას თუ გააჩნია ვებ გვერდები?

გააჩნია თითქმის ყველა ქართულ ტელევიზიას, იქნება ეს IMEDI.GE RUSTAVI2.GE თუ სხვა,ინფორმაცია ყოველდღიურად, ზოგ საიტზე კი ყოველწუთიერად ახლდება.


პრეზიდენტსაც ხომ არ აქვს ვებ გვერდი?

არის პრეზიდენტის ვებ გვერდიც,რომელის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წერილი მიწეროს საქართველოს პრეზიდენტს..ამავე საიტზე ქვეყნდება პრეზიდენტის მიმართვები და ა.შ.არის აგრეთვე მერიის ვებ გვერდიც.

 

სამინისტროებსაც გააჩნიათ თავიანთი ვებ გვერდები?

რა თქმა უნდა,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,თავდაცვის სამინისტროს და ა.შ.

 

ბანკებზე რას გვეტყოდით?

საქართველოს ბანკი,თიბისი ბანკი და რაც კი საქართველოში ბანკია ყველას აქვს ვებ გვერდი,სხვათაშორის საინტერესო სიახლეებს სთავაზობენ მომხმარებელს,მაგ: საქართველოს ბანკს აქვს გათამაშებები,იყო შემთხვევა როდესაც დაიწერა სიმღერა და ამ სიმღერაზე მომხმარებელს უნდა გადაეღო ვიდეო კლიპი,გამარჯვებული ლაიკების მეშვეობით გამოვლინდა და საკმაოდ სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდა.

 

ვებ გვერდები აქვთ თუ არა საავადმყოფოებს და აფთიაქებს?

ყველას არა,მაგრამ უმეტესობას აქვს,მაგალითაც ავერსს.

 

როგორც ჩანს ყველა ორგანიზაციას,დაწესებულებას აქვს საკუთარი ვებ გვერდი

ყველას ხმამაღალი ნათქვამია,თუმცა რესტორნებს, კაფეებს, ბარებს, კინოთეატრებს აქვთ,საიდან შეუძლია ადამიანს დაათვალიეროს გარემო,გაეცნოს მენიუს,ხოლო რაც შეეხებბა კინოტეატრებს ნახოს რა დროს რა ფილმი გადის და დაჯავშნოს კიდეც ბილეთი.

 

ყოველდღიური ამინდის,ჰოროსკოპის,ვალუტის გაგება თუ არის შესაძლებელი?

რა თქმა უნდა,არის როგორც ცალკე საიტები აგრეთვე სხვადასხვა საიტებზე განთავსებული,ცალკეა AMINDI.GE , HOROSKOPI.GE , VALUTA.GE,სამივე ინფორმაციის ერთ საიტიდან გაგებაც შესაძლებელია,მაგალითად INTERES.GE .

 

ინტერნეტის მეშვეობით ალბათ უფასო სმს-ების გაგზავნაც შეუძლება ხო?

კი,ამისთვის არის საიტები MAGTIFUN.GE ,SMS.GE , BEELINE.GE … პირველ ორზე უნდა დარეგისტრირდე,პირველი სმს რაოდენობაში შეზღუდულია,გზავნის დღეში მხოლოდ 50 მესიჯს,თუმცა ყველა ქსელთან,SMS.GE შეზღუდული არ არის რაოდენობასთან,თუმცა გზავნის მხოლოდ ჯეოსელის აბონენტებთან,რაც შეეხება BEELINE.GE დარეგისტრირება საჭირო არ არის,ოღონდ გზავნის მხოლოდ ბილაინის აბონენტებთან.

 

საგანმანათლებლო ვებ გვერდებზე რას გვეტყვით?

არის ასეთი ვებ გვერდი BUKI.GE საიდანაც შეუძლია ადამიანს ჩამოტვირთოს მისთვის სასურველი წიგნი ქართულ ენაზე,უფასოდ…მართალია დიდი ბაზა არ არის,მაგრამ სულ არარაობას სჯობს,აგრეთვე პატარებისთვის ამ საიტზე არის თამაშები,რითიც ბევრ რამეს სწავლობენ..არის ბევრი ლიტერატურული საიტი მაგ:LIT.GE , LIB.GE  და ა.შ LIT.GE -ზე თანამედროვე ავტორები ათავსებენ თავიანთ ნაწარმოებებს,LIB.GE -ზე ეს უკანასკნელიც ხდება და ასევე ძველი მწერლების ნაწარმოებებიცაა,სხვათაშორის არც თუ ისე ცოტა.

 

ალბათ ფოტოგრაფიაზეც არის საიტები

კი,არის როგორც პერსონალური საიტები აგრეთვე სხვაც..მაგ ANIA.GE პერსონალურია და იგი არის ანა გოგუაძის საიტი სადაც თავისი ბიოგრაფია და ფოტოები აქვს განთავსებული,არის საიტი მაგ: BOKE.GE, სადაც ნებისმიერ ფოტოგრაფს შეუძლია დარეგისტრირება და სურათის ატვირთვა.

 

ქრისტიანული ვებ გვერდები არის?

არის ქრისტიანული ვებ გვერდებიც,ზოგი საპატრირქოს შექმნილი ზოგიც კი უბრალო მოკვდავების,საიტებიდან შეგვიძლია გავიგოთ თუ რა დღესასწაული როდისაა,აგრეთვე ბიბლიის,სახარების განმარტება,დევს ხატებიც და ა.შ..რაც მთავარია ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დასვას კითხვა,რასაც მოძღვარი უპასუხებს..არის მართმადიდებლური ფორუმიც CHURCH.GE .

 

ფორუმი ახსენეთ,კიდევ რომელი ფორუმებია?

უამრავი ფორუმია,სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით თუ ყველაფერთან ერთად,ასეთებია თუნდაც GOL.GE  და  რუსთავი2-ის ფორუმიც.

 

სამსახურის შოვნა თუ არის შესაძლებელი ინტერნეტით?

არსებობს საიტი JOBS.GE სადაც არის განთავსებული სამსახურები,დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაუგზავნონ სივი და შემდეგ უკვე წავიდნენ გასაუბრებაზე.

 

იყენებენ თუ არა ქართველები ინტერნეტს რაიმე ნივთის შესაძენად?

იმდენად აქტიურად არა როგორც საზღვარგარეთ,მაგრამ რა თქმა უნდა,თუმცა უცხოური საიტებიდან ამჯობინებენ თუნდაც ტანსაცმლის გამოწერას,მაგალითად AMAZON.COM.

 

მოდის მოყვარული გოგოებისთვისაც იქნება ალბათ ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ქართულად ხო?

რა თქმა უნდა,არის ქართული ვებ გვერდები,ANGEL.GE , PINK.GE , KABA.GE  და ა.შ რომლებიც თვითონ მოდური გოგოებიც წერენ და ადმინისტრაციაც.

 

ალბათ მამაკაცებსაც არ ივიწყებენ და სპორტული ვებ გვერდებიც არის,იქნებ გვითხრათ ზოგიერთი მათგანი?

კი ასეა და არამარტო მამაკაცები,ქართული და უცხოურ სპორტულ მოლენებზე WORLDPORT.GE მოგვითხრობს,არის აგრეთვე SPORTALL.GE  და ა.შ ამ საიტების მეშვეობით ინფორმაციის ყურში არიან რა თამაში როდის ჩატარდება და მაგ:ფეხბურთელებმა როდის გაიტანეს გოლი.

 

ფილმებზე რას გვეტყოდით?

სხვათაშორის შესანიშნავი ვებ გვერდებია ფილმებთან დაკავშირებით,რომლის ყურება როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე გადმოწერით შეიძლება,არის საიტები მაგ: AVOE.GE ,ALLMOVIES.GE , GOL.GE

 

ამ საიტებიდან მუსიკების გადმოწერაც შეიძლება?

ჩამოთვლილი საიტებიდან მხოლოდ AVOE.GE და GOL.GE-დან,ისე უამრავი საიტია მუსიკისთვის განკუთვნილი,მაგ MUS.GE სადაც განთავსებულია როგორც ქართული აგრეთვე უცხოური მუსიკა,რომელსაც თვითონ მომხმარებელი ტვირთავს.

 

თამაშების საიტზეც თუ გვეტყვით ერთ-ორ  სიტყვას?

თამაშების საიტებიც ბლომად არის,როგორც ფილმების შემთხვევაში შეიძლება გადმოწერაც და ონლაინში თამაშიც,აგრეთვე კაზინოს მოყვარულთათვის არის საიტი სადაც სრულიად უცხო ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთში,ნაღდ ფულზე ითამაშონ სახლიდან გაუსვლელად..შესაძლებელია აგრეთვე ბილიარდის თამაშიც GAMEZER.COM-ის მეშვეობით,თუმცა ეს საიტი საქართველოსი არ არის,მაგრამ მხარდაჭერა აქვს..შეიძლება ჯოკერის თამაშიც ონლაინში,მოკლედ შეზღუდულები არ არიან.


Follow

Get every new post delivered to your Inbox.