უიღბლოს ფსიქოლოგია

30 დეკ

თეონა თაქთაქიშვილი

loozers psychology


ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ექცევა ყურადღება იღბლიან ადამიანს. მაგალითად: ყველას ეხალისება რჩევა-დარიგების მიცემა. გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა უიღბლობას, რომელიც უმთავრესად გარემოს ან ბედს ბრალდება, ანუ, იმ ობიეტურ ფაქტორებს, რომელთაც ვერ შეებრძოლები.

ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ერთგვარი თავმომწონებითაც კი აღნიშნავს რომ ის უიღბლოა. ის არასდროს იტყვის იმას, რომ თავად არის დამნაშავე თავისსავე წარუმატებლობაში, რადგან იგი თავადაა საკუთარი თავის საზომი.

1. წარუმატებელი ადამიანის ყველაზე საინტერესო და შხამიანი სახეობაა ადამიანი, რომლის ინტელექტიც აღემატება მისი რეალურად გამოყენების შესაძლებლობას. ასეთი ადამიანი დროთა განმავლობაში ხდება კრიტიკული და შურიანი. მან იცის, რომ უკეთესს მაინც ვერ შექმნის, ცუდის გაკეთება კი ეთაკილება. ამიტომ ხელი აქვს ჩაქნეული. მას ეზიზღება ადამიანები, რომლებიც წარმატებისკენ მიისრწაფვიან და მართლაც, რაც ნაკლები აქვს ადამიანს ინტელექტი, მით მეტია წარმატების მიღწევის შანსი, რადგან კმაყოფილდება ნაკლებით და პატარა წარმატებაც კი ახარებს.

ასეთი უიღბლოს აგრესიულ-საცოდავი გამომეტყველება აუტანელია გარშემომყოფთათვის და ყველას მისგან თავის შორს დაჭერის სურვილ ეუფლება.

2. მეორე სახეობა უიღბლობის ყველაზე საინტერესო და ტრაგიკული ტიპია. მასში შედიან ისინი, ვისაც ყველაფერი ებოძათ ბუნებისგან: სილამაზე, ნიჭი ჭკუა.. მათ გზაზე არანაირი სრთულე არ ხვდებათ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული არაფერი სურთ და ბოლოს, ზრდასრულობისას ხვდებიან, რომ ბევრად ურჩევნიათ დამღლელი და თუნდაც მონოტონური სამუშაოს შესრულება. შინაგანად ტყდებიან იმ მოსაზრებით, რომ რატომ უნდა ”დაიდგან წელზე ფეხი,” როცა შეიძლება საქმის წარმატებულად და იოლად გაკეთება.

როცა ადამიანს არ აქვს მნიშვნელოვანი მოტვი ძალების მობილიზებისთვის, ის შინაგანად ინგრევა და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ მას სხვებმა ბევრად გაუსწრეს, მიუხედავად წარმატებულობისა.

3. უიღბლობის ყველაზე ღირსეული ნაირსახეობაა რომანტიკოსები. ისინი არარეალურზე ოცნებობენ, მათი სული მუდამ ”მღერის”, ისინი ცუდად ერკვევიან ცხოვრებაში და, როგორც წესი, სხვა ადამიანებზე საკუთარი თავიდან გამომდინარე მსჯელობენ. მუდამ სხვების გაბედნიერებაზე ოცნებობენ და სწორედ ამიტომ, როგორც წესი, მათი კეთილშობილებით ცუდად სარგებლობენ. ისინი კეთილშობილი უიღბლოები არიან.

4. არსებობს ნევროტული უიღბლოც… ისინი უმეტესად საკმაოდ ჭკვიანები არიან, მაგრამ გადაჭარბებული მონდომებისა და ნერვიულობის გამო ხშირად ვარდებიან აფექტურ მდგომარეობაში, სიჩქარეში მცდარ ნაბიჯს დგამენ და საქმეს აფუჭებენ. მიუხედავად სიჭკვიანისა, ამით ისინი სულელებს უფრო ემსგავსებიან.

5. უიღბლოს ყველაზე სავალალო სახეობაა ადამიანი, რომელიც ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ, გაუთვალისწინებელი მოვლენებ ამსხვრევენ მის გეგმებს. ისინი აზარტულ მოთამაშეებს ემსგავსებიან, რომლებიც წესების დაცვით თამაშობენ, მაგრამ ვერ აფასებენ რისკის ფაქტორს. მათ აკლიათ ინტუიცია, თვისება – გაითვალისწინოს არსებული მოვლენები და მართოს რთული სიტუაცია.

6. უიღბლოს მეექვსე სახეობის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკში ხდება. ამ პერიოდში მოზარდს ეძლევა ყველაფერი დადებითი ემოციის მისაღებად და მათ უჩნდებათ სურვილი ყველა ტიპის შეგრძნების მიღებისა. ამგვარად, ცნობიერსა თუ არაცნობიერში იჭრება უარყოფითის ფაქტორი. ხშირად უსაფუძვლო ფიქრი სიკვდილზე, სიძნელეებსა და სავალალო ბედზე. ასეთი ადამიანები შეპყრობილნი არიან აზრით, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სუსტი ფსიქიკა და არ ძალუძთ ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გამკლავება. ამას შეიძლება ვუწოდოთ იღბლიანობის შიში, როცა ადამიანი ხვდება წარმატების შენარჩუნების სიძნელეს და უიღბლოს სახელით ამჯობინებს ცხოვრების გაგრძელებას.

ჯამში, ადამიანი თავად ძერწავს საკუთარ იღბალსა თუ უიღბლობას. თუ გავიხსენებთ მაქს ფრიშის ერთ-ერთ ნაწარმოებს (”ვიქნები თუნდაც განტენბაინი”) ავტორს მოყვანილი ჰყავს მაგალითი, როდესაც პიროვნებამ იმდენად მოირგო უიღბლოს როლი, რომ როცა მილიონი დოლარი მოიგო ლატარეაში, კიაღამ თვითმკვლელობამდე მივიდა, რადგან მას მოუწევდა საკუთარი თავისთვის ახალი როლის შექმნა, რაც არც ისე იოლი იყო. ხოლო მის სიხარუსლ საზღვარი არ ჰქონდა, როცა ბანკიდან გამოსულს, შემთხვევით ის საფულე დაეკარგა, რომელშიც მილიონი დოლარის ჩეკი ედო..

დატოვე კომენტარი